რუსთაველის გამზირზე,
საქართველოს პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორიაზე
ცოტა ხნის წინ ხმაური
იყო.პარლამენტთან დღეს
საღამოს დაანონსებული
აქციის მონაწილეთა ნაწილი
და ორგანიზატორები სცენის
დასამონტაჟებლად
მივიდნენ, რა დროსაც
სამართალდამცავებმა ერთი
პირის გაჩხრეკა მოითხოვეს.
უარის მიღების შემდეგ, ის
დააკავეს.დღესვე,
პარლამენტთან
დაანონსებულია „2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საგამოძიებო კომისიის“
წინააღმდეგ აქციის
გამართვაც.ამასთან, როგორც
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში
განაცხადეს, პარლამენტთან
ერთი პირი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 173-ე მუხლით
დააკავეს, რაც პოლიციელის
კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობას
გულისხმობს.