ევროკავშირმა დაარღვია
საერთაშორისო
ხელშეკრულება, რომელიც 2010
წელს საქართველოსა და
ევროკავშირს შორის დაიდო
დიპლომატიურ და
სამსახურებრივ
პასპორტებთან
დაკავშირებით უვიზო
რეჟიმზე, – ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა
განაცხადა.პაპუაშვილის
თქმით, ევროკავშირის
პოლიტიკური
გადაწყვეტილება კიდევ
ერთხელ აჩვენებს ქართველი
ხალხის მიმართ
არაკეთილსინდისიერ
დამოკიდებულებას.„რაც
შეეხება დიპლომატიურ
პასპორტებს და
ევროკავშირის ელჩის
განცხადებას, კარგი იქნება,
თუ იტყვის 2010 წლის
საერთაშორისო
ხელშეკრულებით, რომლითაც
დიპპასპორტებზე უვიზო
რეჟიმი ვრცელდებოდა,
რომელი მუხლის რომელი
პუნქტის საფუძველზე იქნა
ეს გადაწყვეტილება
მიღებული. ევროკავშირმა
დაარღვია საერთაშორისო
ხელშეკრულება, რომელიც 2010
წელს საქართველოს და
ევროკავშირს შორის დაიდო
დიპლომატიურ და
სამსახურებრივ
პასპორტებთან
დაკავშირებით უვიზო
რეჟიმზე, დაარღვია და
ყოველგვარი სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე მიიღო
პოლიტიკური, სადამსჯელო
გადაწყვეტილება, რაც კიდევ
ერთხელ აჩვენებს იმ
არაკეთილსინდისიერ
დამოკიდებულებას
ბრიუსელის ბიუროკრატიაში,
რომელიც მათ აქვთ ქართველი
ხალხის მიმართ“, – აღნიშნა
შალვა პაპუაშვილმა.