საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს
საქართველოში, ჭოუ ციენს
შეხვდა.მხარეებმა
ისაუბრეს საქართველოსა და
ჩინეთს შორის სტრატეგიული
პარტნიორობის ფარგლებში
არსებული თანამშრომლობის
სხვადასხვა სფეროზე.
განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო
სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების შემდგომ
გაღრმავებას.ხაზი გაესვა
ჩინეთის ელჩის
განსაკუთრებულ როლს ორ
ქვეყანას შორის არსებულ
მაღალი დონის პოლიტიკურ,
კულტურულ და ხალხთაშორის
ურთიერთობებში.