პოლიტიკური დევნის
ბრალდებაზე პასუხად,
"ქართულ ოცნებაში"
აცხადებენ რომ კანონის
წინაშე ყველა თანასწორია.
მმართველ გუნდში ამბობენ,
რომ ნიკა მელიამ დანაშაული
ჩაიდინა, რაზეც კანონით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა
ეკისრება."ანალიზი,
რომელსაც აკეთებენ
არამარტო პოლიტიკოსები,
არამედ ექსპერტები
გვიჩვენებენ, რომ ამას
გეგმაზომიერი ხასიათი
აქვს - მოსამართლის,
მანდატურის, პოლიციელის
შეურაცხყოფა, სახელმწიფო
სტრუქტურების
წარმომადგენლებზე
თავდასხმები,
ფსიქოლოგიური ტერორი - ეს
ყველაფერი განხილული უნდა
იყოს ერთ კონტექსტში,
რომელიც ემსახურება ერთ
მთავარ თემას, შეიქმნას
ატმოსფერო, რომ
საქართველოს სახელმწიფოში
განუკითხაობაა და
ყველაფერი დაშვებულია. ეს
კონკრეტულ გეგმას
ემსახურება," - აცხადებს
გიორგი ვოლსკი.