თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობის
მიღებას კოალიცია
„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობა“ არ აპირებს.
პაატა მანჯგალაძე
„ქრონიკასთან“ დაზუსტებით
ვერ აცხადებს, ეს არის თუ
არა ყველა პარტიის
პოზიცია.„ვიდრე ხალხის
მოთხოვნა არის ახალი
არჩევნები, არანაირ
თვითმმართველობის
არჩევნებს არ
განვიხილავთ“, - აღნიშნა
მანჯგალაძე.კითხვაზე,
დაზუსტებით იცის თუ არა,
რომ არცერთი პარტია არ
მიიღებს მონაწილეობას,
მანჯგალაძემ განაცხადა, „217
პარტიაა და როგორ უნდა
გიპასუხოთ, რომ არავინ
მიიღებს
მონაწილეობას“.„ის
პარტიები, რომლებიც
თანაუგრძნობენ ხალხს,
რომლებიც არიან პროტესტში,
არანაირ არჩევნებში
მონაწილეობის მიღებას არ
აპირებენ. მე ასე ვიცი, სხვა
ინფორმაცია არ მაქვს“, -
აცხადებს პაატა
მანჯგალაძე.