საერთაშორისო ინდექსებით
განებივრებულ საქართველოს
კიდევ ერთი წამოეწია -
ოქსფორდის უნივერსიტეტის
კვლევით, ცხოვრების დონის
ისტორიულად ხანგრძლივი
გაუმჯობესების ტემპით
მსოფლიოს ტოპ სიაში ვართ,-
წერს ანალიტიკოსი, გია
აბაშიძე, სოციალურ
ქსელში. აბაშიძის თქმით,
აღნიშნული კვლევა
ითვალისწინებს წლების
მიხედვით გაუმჯობესების
პროცესის შეფასებას და არა
ამჟამინდელ
პოზიციონირებას.
მთლიანობაში, მსოფლიო
ბედნიერების ინდექსის
ზოგად რეიტინგში
საქართველო წელს 91-ე
ადგილზეა.მისივე თქმით,
ცალკე აღნიშვნის ღირსია
ისიც, რომ საქართველო
მსოფლიოს საუკეთესო 50
ქვეყანას შორის მოხვდა
ისეთ საკვანძო
მნიშვნელობის ორ ფაქტორულ
კრიტერიუმში, როგორიცაა
თავისუფლება და კორუფციის
აღქმა.„საერთაშორისო
ინდექსებით განებივრებულ
საქართველოს კიდევ ერთი
წამოეწია - ოქსფორდის
უნივერსიტეტის კვლევით,
ცხოვრების დონის
ისტორიულად ხანგრძლივი
გაუმჯობესების ტემპით
მსოფლიოს ტოპ სიაში
ვართ.კვლევა
ითვალისწინებს წლების
მიხედვით გაუმჯობესების
პროცესის შეფასებას და არა
ამჟამინდელ
პოზიციონირებას.
მთლიანობაში, მსოფლიო
ბედნიერების ინდექსის
ზოგად რეიტინგში
საქართველო წელს 91-ე
ადგილზეა.თუმცა,
სასიხარულოა, რომ
შეუქცევადი გამოსწორება
მდგრადია. ამას აღიარებს
ოქსფორდის უნივერსიტეტის
კეთილდღეობის კვლევის
ცენტრი გაეროს მდგრადი
განვითარების
გადაწყვეტილებების
ქსელთან და საერთაშორისო
შემფასებელ კვლევით
ორგანიზაცია „გელაპთან“
პარტნიორობით შედგენილი
მსოფლიო ბედნიერების 2025
წლის ანგარიში.ისტორიული
პროგრესის დასადგენად
მკვლევარებმა საბაზისო
2005-2010 წლების მსოფლიო
გამოკითხვის შედეგები
მიმდინარე 2022-2024 წლების
ანალოგიურ კვლევებს
შეადარეს და ისტორიული
პროგრესის მიხედვით
მსოფლიოს საუკეთესო
ხუთეული
გამოავლინეს.შედეგები
საქართველოსთვის
კეთილსაიმედო აღმოჩნდა.
საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო ხუთეულშია.
ანგარიშში ვკითხულობთ,
„ხუთივე ლიდერი ცენტრალურ
და აღმოსავლეთ ევროპაში
მდებარეობს: სერბეთი,
ბულგარეთი, საქართველო,
ლატვია და რუმინეთი“.ცალკე
აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ
საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო 50 ქვეყანას
შორის მოხვდა ისეთ
საკვანძო მნიშვნელობის ორ
ფაქტორულ კრიტერიუმში,
როგორიცაა თავისუფლება და
კორუფციის
აღქმა.ოქსფორდის
უნივერსიტეტის
კეთილდღეობის კვლევის
ცენტრს ყურადღების მიღმა
არც 2012 წლის შემდგომ
განცდილი პროგრესი
დაუტოვებია. ამ
შემთხვევაშიც საქართველო
ლიდერთაგანია. 2012 წლის
შემდეგ ბედნიერების
ინდექსის გაუმჯობესების
მიხედვით საქართველო
მსოფლიოს საუკეთესო
ათეულში მერვე პოზიციაზე
გავიდა,“- წერს გია აბაშიძე.