ოქროს ფასი 2025 წლის ბოლოსთვის შეიძლება 2 900 დოლარამდე გაიზარდოს – UBS Group

News.ge 1 თვე წინ 36
ოქროს ფასი 2025 წლის ბოლოსთვის შეიძლება 2 900 დოლარამდე გაიზარდოს – UBS Group

შვეიცარიული ფინანსური ჰოლდინგის UBS Group-ის ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს ოქროს ფასის ზრდა უნციაზე 2900 დოლარამდე მომავალი წლის ბოლომდე, წერს Bloomberg.
ძვირფასი ლითონის ფასმა შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს 2026 წლის ბოლოს, დაახლოებით 2950 დოლარამდე უნციაზე, ამბობენ ექსპერტები.
ექსპერტების აზრით, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შეერთებულ შტატებში ს ხელისუფლებაში მოსვლა და გაზრდილი გლობალური გაურკვევლობა, ხელს შეუწყობს ძვირფასი ლითონის ფასების ზრდას.
ოქროს მსოფლიო კავშირის (WGC) ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მე-3 კვარტალში ოქროზე მოთხოვნამ
რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია, როგორც მოცულობაში (1,313 ტონა), ისე ღირებულებაში ($100 მლრდ-ზე მეტი).
ზრდა ე.წ. FOMO (fear of missing out) ფაქტორის შედეგი იყო, რადგან ბოლო თვეების ოქროს ფასის განგრძობითი ზრდა ბევრ ახალ ინვესტორს უბიძგებს ვაჭრობისკენ. ამასთან, მაღალმა ფასებმა ცენტრალური ბანკების შესყიდვები შეამცირა, თუმცა ინვესტორთა ახალი ტალღა საკმარისი აღმოჩნდა ამ ფაქტორის გადასაწონად. დამატებით, მსხვილ ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ციკლი გრძელდება. ნოემბერში ფედერალურმა რეზერვმა და ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. უახლესი პროგნოზის მიხედვით, -ში განაკვეთები კიდევ 25 საბაზისო პუნქტით შემცირდება დეკემბერში და კლება გაგრძელდება 2025 წელსაც. დაბალი განაკვეთები ოქროსთვის დადებითი ფაქტორია, რადგან მეტ კონკურენციას უწევს დაბალ განაკვეთიან სახაზინო ობლიგაციებს.
ამავდროულად, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ და მის მიერ გაცხადებულმა რეფორმებმა (გადასახადებზე, მიგრაციასა და იმპორტის ტარიფებზე) შესაძლოა ინფლაციური წნეხი და ფისკალური დეფიციტის მატება გამოიწვიოს, რაც სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდაში აისახება, და შესაბამისად ოქროზე მოთხოვნა შესაძლოა შეასუსტოს. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა და პოტენციურმა სატარიფო ომმა ძვირფასი მეტალისადმი მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე უნდა შეინარჩუნოს.

სრულად წაიკითხეთ სტატია