ადამიანის ორგანოთა
გადანერგვის შესახებ
კანონის ამოქმედება
გადავადდება. ინიციატივა
საქართველოს პარლამენტის
წევრებს ზაზა ლომინაძესა
და ვლადიმერ კახაძეს
ეკუთვნის და მას კომიტეტმა
მხარი დაუჭირა.როგორც
ჯანდაცვის კომიტეტის
დღევანდელ სხდომაზე
ვლადიმერ კახაძემ
განაცხადა, გადავადების
მიზანია, ცვლილებისთვის
სექტორს შესაბამისი
ვადები
მიეცეს.„მოგეხსენებათ,
წინა მოწვევის
პარლამენტის მიერ
მიღებული იყო
გადაწყვეტილება, რომ
ევროასოცირების
კომპონენტში მთლიანად
მოხდეს ჩვენი
საკანონმდებლო სივრცის
ადაპტაცია ჯანმრთელობის
სფეროშიც. ერთ-ერთი საკითხი
გახლავთ ადამიანის
ორგანოთა გადანერგვის
შესახებ კანონი და
სექტორთან გავლის შემდეგ,
რომ ეს ყველაფერი იყოს
სრულფასოვანი და მთლიანად
ინფრასტრუქტურული ნაწილი
თუ პერსონალის
მომზადებისათვის
საკმარისი ვადები იყოს
გამოყოფილი და ეს
ყველაფერი ჩატეული იყოს იმ
პარამეტრებში, რომელიც
დააკმაყოფილებს
ევროასოცირების
მისაერთებელ
კანონმდებლობას,
შემოვდივართ წინადადებით,
ფორმისა და შინაარსის
ხელშეუხებლობით, მხოლოდ
ამოქმედების ვადის
გადატანის თაობაზე, რომ
ამოქმედების ვადა
გადავადდეს, ნაცვლად 2025
წლის პირველი იანვრისა, 2026
წლის პირველ
სექტემბრამდე“, –
განაცხადა
კახაძემ.განმარტებითი
ბარათის თანახმად,
იმისათვის, რათა
უზრუნველყოფილ იქნას
კანონების სრულყოფილი
აღსრულება და ხელი არ
შეეშალოს უსაფრთხო
სამედიცინო მომსახურეობის
პროცესს, არ მოხდეს
ადამიანისთვის
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი სერვისის
მიწოდების რამე ფორმით
შეფერხება, მოცემულ ეტაპზე
მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული, კანონის
ამოქმედებისთვის
გარდამავალი პერიოდი
გახანგრძლივდეს 2026 წლის
პირველ
სექტემბრამდე.ცნობისთვის,
„ადამიანის ორგანოთა
გადანერგვის შესახებ“
კანონი ძალაში 2023 წლის
ნოემბერში შევიდა. კანონის
თანახმად, აკრძალულია
ორგანოს დონაციის
სანაცვლოდ ფულადი
ანაზღაურების ან
ნებისმიერი სხვა
სარგებლის მიღება,
შეთავაზება ან მიცემა.
ასევე, აკრძალულია
ორგანოებით
ვაჭრობა.კანონის
მიხედვითვე, პირს უფლება
აქვს, სიცოცხლეში, დონორთა
ეროვნულ რეესტრში
დარეგისტრირდეს და ამით
განაცხადოს ინფორმირებული
თანხმობა გარდაცვალების
შემდეგ გადასანერგად მისი
ორგანოს ან ორგანოების
უანგარო დონაციაზე.
დონაციაზე თანხმობის
განცხადების უფლება აქვს
მხოლოდ სრულწლოვან,
ქმედუნარიან პირს.
სამედიცინო
დაწესებულებებმა, სადაც
ორგანოთა გადანერგვა
მოხდება, შესაბამისი
ლიცენზია უნდა მოიპოვონ.