"კოალიცია
ცვლილებებისთვის" შემდეგ
"ძლიერი საქართველო" -
მამუკა ხაზარაძის გუნდი
აპირებს, რომ პარლამენტში
მანდატების დათმობის
შესახებ ინდივიდუალური
განცხადებები შეიტანოს.ამ
დროის მონაცემებით,
საპარლამენტო
უფლებამოსილების
შეწყვეტაზე 61ოპოზიციონერი
დეპუტატიდან ოფიციალური
განაცხადი ოცს აქვს
გაკეთებული.მათი ბედი ახლა
"ქართული ოცნების" წევრებმა
უნდა გადაწყვიტონ და
საკითხი კენჭისყრაზე
დააყენონ.
პარლამენტისთვის
მიმართვას არ ჩქარობს
"ნაციონალური მოძრაობა" და
გიორგი გახარიას
გუნდი."ძლიერი საქართველოს"
წევრის, თამაზ
დათუნაშვილის
განცხადებით, ახლა
ოპოზიციური სპექტრის
მთავარი ამოცანაა, რომ
საქართველოში ხელახალი
არჩევნები გარდაუვალი
გახდეს."როდესაც ჩვენს 180
ათასზე მეტ ამომრჩეველს
ვუთხარით თუ რას
ვაპირებდით, ამაზე
ხტუნაობას არ ვაპირებდით.
უახლოეს საათებში და
დღეებში იხილავთ, თუ რას
იზამს "ძლიერი საქართველო"
მანდატებთან
დაკავშირებით.
ალტერნატიული სათათბირო
ორგანოს, სათათბირო
პოლიტიკური ცენტრის
შექმნაზე აქტიურად
ვმუშაობთ ჩვენს
ოპოზიციონერ კოლეგებთან
ერთად, ოპოზიციური სპექტრი
მუშაობს იმაზე, რომ
ხელახალი არჩევნები
გახდეს გარდაუვალი
რეალობა ამ ქვეყანაში", -
თამაზ დათუნაშვილი.