ეგზიტპოლის
განმახორციელებელს,
შეიძლება, სამართლებრივად
ვერ მოუგო, მაგრამ ამას
სისტემური ხასიათი აქვს და
ეს იმ დესტაბილიზაციის
ამოცანას ემთხვევა, რაც
ოპოზიციის მთავარი
სამიზნეა, – ამის შესახებ
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ
განაცხადა.ვოლსკის თქმით,
ოპოზიციური არხების
კვლევები ზუსტად იმას
ემთხვევა, რასაც აქციებზე
ტრიბუნიდან
იძახიან.„რასაკვირველია,
ამ დროს ეჭვები ჩნდება.
შედეგებს 10-12 პროცენტი
აცდენა ვერ ექნება, თუ
პოლიტიკურად ანგაჟირებული
არ ხარ. ეს სამართლებრივად
რომ ვერ დაამტკიცო, ამ
საკითხსა და
დეზინფორმაციაზე უკვე ორი
აზრიც არ არსებობს. ყველამ
ყველაფერი იცის“, –
განაცხადა ვოლსკიმ.