სოციალურ ქსელში
ოპოზიციის მხარდამჭერების
მიერ ვრცელდება ვიდეო,
სადაც ჩანს ერთ-ერთი
საარჩევნო უბნიდან
გამოსული მამაკაცი,
რომელიც კითხვის
საპასუხოდ ამბობს, რომ ხმა
სამჯერ მისცა.ფაქტს
სოციალურ ქსელში
უარყოფითი შეფასებები
მოყვა, თუმცა ირკვევა, რომ
ვიდეო რეალურად
"ნაციონალური მოძრაობის"
ხელისუფლების დროს, ერთ-ერთ
საარჩევნო უბანზეა
გადაღებული.