ოპოზიციაში კარგად
ხვდებიან, რომ მათი
ხელისუფლებაში დაბრუნების
განწყობა არ არსებობს და
როცა იციან, დიდი მარცხი
ელოდებათ, პატრონებისგან
შეიძლება, დავალება
მოუვიდეთ, რომ რევოლუციური
მუხტის შენარჩუნებისთვის
არჩევნებში მონაწილეობა
არ მიიღონ, რადგან ვერ
გაიმარჯვებენ და საბოლოოდ
თავს მოიჭრიან, – ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
თენგიზ შარმანაშვილმა
განაცხადა.„ოპოზიციის
მიზანი არჩევნები
არასოდეს ყოფილა. მათ წინა
არჩევნების დროს
წინასაარჩევნო კამპანია
საერთოდ არ ჩაუტარებიათ.
თავის 20 აქტივისტს
ხვდებოდნენ, გაურკვეველ
ოფისებს ხსნიდნენ და
გაითამაშებდნენ, რომ
თითქოს იმ რეგიონში რაღაც
საარჩევნო კამპანია
ჩაატარეს. ძირითადი
კამპანია მათ დასავლელ
ბატონებს გადააბარეს. მათი
მიზანი საქართველოში
რევოლუციის მოწყობა იყო.
ყველაფერი აქეთკენ
მიდიოდა და მათ
არჩევნებისთვის არანაირი
მზადება არ ჰქონიათ. ეს
იმავეს გაგრძელებაა. ისინი
კარგად ხვდებიან, რომ მათი
ხელისუფლებაში დაბრუნების
განწყობა არ არსებობს და
როცა იციან, რომ დიდი
მარცხი ელოდებათ, მათი
პატრონებისგან შეიძლება,
დავალება მოუვიდეთ, რომ
რევოლუციური მუხტის
შენარჩუნებისთვის
არჩევნებში მონაწილეობა
არ მიიღონ, რადგან
არჩევნებში ვერ
გაიმარჯვებენ და საბოლოოდ
თავს მოიჭრიან“, –
განაცხადა თენგიზ
შარმანაშვილმა.