ოპოზიციაში მხოლოდ
ქვეყნისთვის ზიანის
მიყენებაზე ფიქრობენ,
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობას
ვინც აპირებს, დღის
წესრიგიდან არ ხსნის
რიგგარეშე არჩევნების
ჩატარებას, რისი
საფუძველიც არ არსებობს, –
ამის შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.ვოლსკის თქმით,
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობას
რომელი პარტიაც არ იღებს,
ფიქრობს, რომ საბოტაჟით
უფრო ეფექტურად
დააზიანებენ ქვეყნის
სტაბილურობას.„ვერ
ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში
დაპირისპირება პრინციპულ
და პროგრამულ საკითხებზეა,
რომლებიც ხალხის
კეთილდღეობისთვის არის
განკუთვნილი. ისინი მხოლოდ
ქვეყნისთვის ზიანის
მიყენებაზე ფიქრობენ.
არჩევნებში მონაწილეობას
ვინც აპირებს, დღის
წესრიგიდან რიგგარეშე
არჩევნების ჩატარებას არ
ხსნის. ეს მაშინ, როცა ამის
საფუძველი არ არსებობს.
იგივე მიდგომა აქვთ სხვებს,
მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ
საბოტაჟით უფრო ეფექტურად
დააზიანებენ ქვეყნის
სტაბილურობას“, –
განაცხადა გია ვოლსკიმ.