„ხალხის ძალის“
აღმასრულებელი მდივანი,
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
წევრი გურამ მაჭარაშვილი
მედიასთან საუბრობს
დასკვნაზე, რომელსაც
კომისია მოამზადებს. მისი
განცხადებით, დასკვნაში
იქნება საჭიროზე მეტი
მტკიცებულება, რომ
„ნაცმოძრაობის“ ტიპის
ორგანიზაცია არ უნდა
არსებობდეს.„ამ კომისიამ
შექმნა პრეცედენტი, რომ
საქართველოში ვეღარავინ
უნდა გაბედოს ისეთი
რეჟიმის ჩამოყალიბება,
რომელიც გადადგამს
ანტისახელმწიფოებრივ
ნაბიჯებს, აწამებს ხალხს,
წაართმევს ბიზნესს
ქონებას, გაუაზრებელი
ქმედებით დააკარგვინებს
ტერიტორიებს ქვეყანას. ამ
დასკვნაში, როდესაც
საზოგადოება გაეცნობა,
იქნება საჭიროზე მეტი
მტკიცებულება იმისა, რომ
ასეთი ტიპის ორგანიზაცია,
რასაც ჰქვია
„ნაცმოძრაობა“ და მისი
შვილობილი პარტიები, არ
უნდა არსებობდნენ“, -
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.კომისიამ
საჯარო სხდომები გუშინ
დაასრულა და დასკვნის
მომზადებაზე მუშაობა
დაიწყო.