2012 წლიდან დღემდე
საქართველოში შეიქმნა 700
ახალი საწარმო და 800
გაფართოვდა და
გადაიარაღდა, - ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.მისივე თქმით,
მთავრობა ახორციელებს
პროგრამებს ბიზნესის
მხარდაჭერის
ხელშეწყობისათვის და
სამომავლოდ, დაგეგმილია
აღნიშნული პროგრამების
გაფართოება, რაც დამატებით
ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო
ადგილს შექმნის.„გარდა
იმისა, რომ შექმნილი გვაქვს
სათანადო გარემო,
პოლიტიკური და
საკანონმდებლო ჩარჩო
ბიზნესის
განვითარებისთვის,
მთავრობა ახორციელებს
პროგრამებს ბიზნესის
მხარდაჭერისათვის. არის
ყბადაღებული თემა,
ოპოზიციას უყვარს ხოლმე
საუბარი - სად არის 2012 წელს
დაპირებული 100 საწარმოო.
მხოლოდ ბიზნესის
მხარდაჭერის პროგრამების,
მათ შორის, „აწარმოე
საქართველოში“ ფარგლებში,
2012 წლიდან დღემდე
საქართველოში შეიქმნა 700
ახალი საწარმო და 800
გაფართოვდა და
გადაიარაღდა. ეს არის
ძალიან დიდი მიღწევა,
რომელიც ამ პროგრამამ
მოიტანა. სამომავლოდ,
დაგეგმილია ამ
პროგრამების გაფართოება,
საერთო ბიუჯეტით შემდეგი 4
წლისთვის - 1.5 მლრდ ლარი. ამ
პროგრამით ისარგებლებს 11
000-მდე მეწარმე, გეგმის
მიხედვით, გაჩნდება 5 000
ახალი მეწარმე სუბიექტი და
მხოლოდ ამ პროგრამების
საფუძველზე ქვეყანას
დაემატება 70 000 ახალი
სამუშაო ადგილი,“-
განაცხადა პრემიერმა.