ოპოზიციას და „ენჯეოებს“ წარმოუდგენიათ არა ისეთი საქართველო, სადაც ქართული კანონმდებლობით იმოქმედებენ, არამედ საქართველო, სადაც უცხო ქვეყნის ელჩის სიტყვა არის კანონი შალვა პაპუაშვილი - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 15
ოპოზიციას და „ენჯეოებს“ წარმოუდგენიათ არა ისეთი საქართველო, სადაც ქართული კანონმდებლობით იმოქმედებენ, არამედ საქართველო, სადაც უცხო ქვეყნის ელჩის სიტყვა არის კანონი შალვა პაპუაშვილი - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი ტელეკომპანიის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამების ეთერიდან მოხსნის შესახებ ორკესტრირებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც მმართველი პარტიისთვის არათანაბარი პირობების შექმნაა.„ვხედავთ, რომ ეს არის ორკესტრირებული კამპანია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სადაც მედიას და ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფს პირი აქვთ შეკრული ოპოზიციასთან ერთად, იმისთვის რომ შექმნან არათანაბარი პირობები „ქართლი ოცნებისთვის“. ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გასულები არიან სამართლებრივი შეფასებების ჩარჩოდან. ვნახეთ, რომ როგორც ტელევიზიებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა (რაც უფრო სკანდალურია), რომლებიც იჩემებენ, რომ მიუკერძოებელი დამკვირვებლები არიან, საკუთარი მოსაზრებები დააფუძნეს არა საქართველოს კანონმდებლობას, არამედ უცხო ქვეყნის ელჩის გამონათქვამს. ეს, გარდა იმისა რომ აჩვენებს მდგომარეობის აბსურდულობას, მიგვითითებს იმაზე თუ რა უნდა ამ ჯგუფს საბოლოო ჯამში, როგორი საქართველო წარმოუდგენიათ. მათ წარმოუდგენიათ არა ისეთი საქართველო, სადაც ქართული კანონმდებლობით იმოქმედებენ, არამედ საქართველო, სადაც უცხო ქვეყნის ელჩის სიტყვა არის კანონი. აი ეს არის ვასალური სახელმწიფოს მათი იდეალი, რომელი არა თავისი ხალხის ლეგიტიმაციით მიღებული კანონებით მოქმედებს, არამედ უცხოელი სიტყვა არის მისთვის კანონი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ამ ყველაფერს საკუთარ დასკვნებში ასახავენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია