რას ფიქრობენ
პოლიტიკოსები ოპოზიციის
ლიდერებისადმი ელენე
ხოშტარიას ულტიმატუმზე.
მმართველ გუნდში თვლიან,
რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ
ადასტურებს, რამდენად
დაპირისპირება და აზრთა
სხვადასხვაობაა მათ
ოპონენტებს
შორის.პარლამენტის
ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილის,
რიმა ბერაძის განცხადებით,
ელენე ხოშტარია, თავის
გადაწყვეტილებით სჯის
ოპოზიციურ
პარტიებს."ოპოზიცია
ოპოზიციას უჩივის.
ფაქტობრივად, ამ
მიმართებით სჯის და
შიმშილობს ელენე ხოშტარია,
რათა ოპოზიცია არ შევიდეს
არჩევნებში.ის გამოდის
ხაზარაძისა და გახარიას
წინააღმდეგ, რადგან ვიცით,
რომ ამ ორ პარტიას
გაცხადებული აქვს
თვითმმართველობის
არჩევნებში
მონაწილეობა.ჯერ თვითონ
უნდა დალაგდნენ
ოპოზიციაში და შემდეგ უნდა
მიიღონ ასეთი
გადაწყვეტილებები, რადგან
ის მისი არჩევანია. მე,
როგორც ქალი, ვურჩევ, რომ
შეწყვიტოს შიმშილობა", -
განაცხადა რიმა
ბერაძემ.შეგახსენებთ,
გუშინ ელენე ხოშტარიამ,
რომელიც უკვე მესამე დღეა
პარლამენტთან შიმშილობს,
განაცხადა, რომ პროტესტის
უკიდურეს ფორმაზე უარს
იტყვის, თუ ოპოზიცია
არჩევნებს ბოიკოტს
გამოუცხადებს.