დიპლომატიურ პასპორტებთან
დაკავშირებით შეზღუდვები,
როგორც მოგეხსენებათ,
მოქმედებს ევროკავშირის
საერთო გადაწყვეტილებით,
თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად
ვიღებთ ვიზებს, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.კობახიძის
თქმით, შეზღუდვებთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება
სამარცხვინოა, თუმცა ეს
ქვეყნების უფლებაა.„ვიზით
ვიყავი წასული ერთ-ერთ
ქვეყანაში, არანაირი
პრობლემა აქ, რა თქმა უნდა,
არ არის. ბუნებრივია, ეს
არის აბსოლუტურად
სამარცხვინო
გადაწყვეტილება, თუმცა ეს
არის მათი გადაწყვეტილება,
მათი უფლება და მზად ვართ,
ვიმოქმედოთ ამ
გადაწყვეტილების
შესაბამისად“, – განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.