„ნებისმიერი კონფლიქტი,
რომელიც მშვიდობიანი გზით
გვარდება, ამ გზას
(მოლაპარაკებებს) გადის,
სხვა მეთოდი მსოფლიოს ჯერ
არ მოუგონია. სხვას ვერც
ოპოზიცია შემოგვთავაზებს
ომის გარდა“, - წერს
სოციალურ ქსელში „ხალხის
ძალის“ წევრი თამარ
ჩიბურდანიძე და აღნიშნავს,
რომ უმნიშვნელოვანესია
თავად აფხაზებთან და
ოსებთან
მოლაპარაკება.თამარ
ჩიბურდანიძე წერს, რომ
საქართველოს მოქმედმა
ხელისუფლებამ უარი თქვა
ხელახალ ომზე და აირჩია
უფრო რთული, მაგრამ
მიღწევადი მშვიდობიანი
გზა, რასაც მწყობრიდან
გამოჰყავს ქართული
ოპოზიცია და მისი
ლობისტები.„თუკი ვინმეს
ოდნავ მაინც გაეგება
კონფლიქტოლოგია, იმან იცის,
რომ კონფლიქტების
მოგვარების მშვიდობიანი
გზა მხოლოდ
მოლაპარაკებაზე გადის.
ყველანი ვაღიარებთ, რომ
რუსეთი ოკუპანტია. ესე იგი,
კონფლიქტის მთავარი მხარე
არა აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონი, არამედ რუსეთია.
ანუ, მოგვიწევს მათთან
საუბარი. თუმცა,
უმნიშვნელოვანესია თავად
აფხაზებთან და ოსებთან
მოლაპარაკება.„მოლაპარაკების
ხელოვნება“ მოთხოვნებს და
დათმობებს მოიცავს. ისიც
ვიცით მეცნიერებისგან, რომ
„საუკეთესო მოლაპარაკება
არის ის, სადაც ყველა მხარე
მოგებული რჩება“. ანუ,
მოლაპარაკების დროს
მთავარი პრინციპია - „უნდა
გაითვალისწინო არა მხოლოდ
შენი ინტერესები, არამედ,
საპირისპირო მხარის
ინტერესებიც“. მხოლოდ ამ
შემთხვევაში აღწევ
შეთანხმებას. ნებისმიერი
კონფლიქტი, რომელიც
მშვიდობიანი გზით
გვარდება, ამ გზას გადის,
სხვა მეთოდი მსოფლიოს ჯერ
არ მოუგონია. სხვას ვერც
ოპოზიცია შემოგვთავაზებს
ომის გარდა.აფხაზებთან და
ოსებთან კონფლიქტი
ტრანსფორმაციის პროცესს
გადის უკვე რამდენიმე
წელია და უახლოვდება იმ
ზღვარს, როდესაც
გადამწყვეტი ეტაპი უნდა
დაიწყოს. ჩვენ უარი ვთქვით
ხელახალ ომზე ჩვენს
ძმებთან და ავირჩიეთ უფრო
რთული, მაგრამ მიღწევადი
მშვიდობიანი გზა. ეს
აგიჟებს ქართულ ოპოზიციას
და მათ ლობისტებს.რუსეთი
ოკუპანტია, მაგრამ ამ
კონფლიქტების გაყინვაში
დასავლეთმაც სერიოზული
როლი შეასრულა. მათ არ
სურდათ რუსეთთან
კონფლიქტი საქართველოს
გამო. შეიძლება ვიღაცას
აწყობდა კიდეც გახლეჩილი
და გადანაწილებული
საქართველო. ამით რუსეთიც
კმაყოფილი იყო და თავადაც.
აფხაზეთის და ცხინვალის
რეგიონის შემოერთება
რუსეთის ინტერესებში არ
შედის. ეს ქართული მხარის
მიღწევაა, რომელმაც
შექმნილი გლობალური
სიტუაცია საუკეთესოდ
გამოიყენა ტერიტორიული
მთლიანობისთვის. მართალია,
სისხლიანი კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით
მოგვარება დროს მოითხოვს,
მაგრამ 31 წელი საკმარისზე
მეტი იყო იმისთვის, რომ
თუნდაც გვეგრძნო ამ გზით
უცხოეთიდან დახმარება,
გარდა განცხადებებისა.
პირიქით, 2008 წლის ომმა კიდევ
უფრო დაგვაშორა
ერთმანეთს.ლავროვის
განცხადებას აჟიოტაჟი
მოჰყვა ოპოზიციაში და მათ
ლობისტებში. სამაგიეროდ,
სიხარულით შეხვდა
ქართველი ხალხის უდიდესი
ნაწილი. ლავროვს კი არ
შეხვდნენ სიხარულით,
არამედ, აფხაზეთში და
სამაჩაბლოში დაღუპული
გმირების ოცნების ახდენას.
ომით დაკარგულს მშვიდობით
ვიბრუნებთ და თავად
რუსეთის ხელით, ეს არის
სწორედ გამარჯვება“, - წერს
თამარ ჩიბურდანიძე.