ოთხმა ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გააკეთა

Primetime.ge 1 კვირა წინ 21
ოთხმა ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გააკეთა
ოთხმა ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა ძალამ, ცოტა ხსნის წინ, ერთობლივი განცხადება გააკეთა.ოპოზიცია აცხადებს, რომ რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. მათ შორის ეს არის არაღიარების პოლიტიკა, კომუნიკაცია პარტნიორებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, პროტესტი და დაკავებულებისა და დაშავებულების დახმარება.ბრიფინგი ოპოზიციის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა."კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ხელისუფლების აღიარება, არც ქვეყნის შიგნით, ხალხის მიერ და არც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ."პირველი ეს არის მუშაობა იმაზე, რომ არ მოხდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან რუსული რეჟიმის აღიარება. ამ პარლამენტში შესვლას არავინ არ აპირებს. მეორე მიმართულება არის, რომ არ მოხდეს ხალხის მხრიდან ამ რეჟიმის აღიარება. ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი არის უწყვეტი. შემდეგი მიმართულებაა პროტესტთან მიმართებაში დაკავებული და ფიზიკურად დაზიანებულია ადამიანების დახმარება. შემდეგი, მიმართულებაა საგარეო არაღიარება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდია განცხადებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროტესტმა შედეგი გამოიღო და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში "ქართული ოცნება" არ არის აღიარებული ხელისუფლება."პროტესტმა, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ევროპის დედაქალაქებში, გამოიღო უკვე შედეგი, რისთვისაც მადლობას მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განაცხადი, სადაც ერთი მხრივ უკანონო პარლამენტი და უკანონო ხელისუფლება არ არის აღიარებული და მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად. ასევე, ჩვენი საერთო მოთხოვნა უკანონო პატიმრების გათავისუფლების კუთხით არის ევროკავშირის საერთო განცხადებაში მოხსენიებული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია