დაიწყო მეორე "განყოფილება"
სპექტაკლის - "გაგვიყალბეს"
IRI-თ მთავარ როლში, - წერს
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ექსპერტი
აღნიშნავს, IRI-მ ჯერ
არჩევნებამდე რადიკალი
ახალგაზრდების ტრენინგები
და ბანაკები დააფინანსა,
ახლა კი გადაწყვიტა
ეუთო/ოდირის როლი აიღოს და
არჩევნების გაყალბებაზე
აყეფდა."რომ შეხვიდეთ
IRI(საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის)
ვებგვერდზე ნახავთ, თუ
როგორ ტრაბახობს 50
ქვეყანაში არჩევნებზე
დაკვირვებით, არჩევნების
"სწორად" ჩატარებაში
დახმარებით და ა.შ. ანუ, IRI
რომ იტყვიან "ეტენება"
ქვეყნებს, ისინიც "იტენიან."
სამწუხაროდ, ჩვენც ასე
შევიტენეთ ბევრი წლის წინ
ეს ორგანიზაცია და ისიც
ფეხიდან თავზე აგვაცოცდა,
და მეტს და მეტს ბედავს. ჯერ
არჩევნებამდე რადიკალი
ახალგაზრდების ტრენინგები
და ბანაკები დააფინანსა,
ახლა კი გადაწყვიტა
ეუთო/ოდირის როლი აიღოს და
არჩევნების გაყალბებაზე
აყეფდა. მას მყისიერად ბანი
მისცეს. ვინ? რა თქმა უნდა
ბალტიელმა მინისტრებმა.
დაიწყო მეორე "განყოფილება"
სპექტაკლის - "გაგვიყალბეს"
IRI-თ მთავარ როლში.
სინამდვილეში, IRI-ს ეს ოპუსი,
ისე როგორც მისი რეალობას
შეგნებულად აცდენილი
გამოკითხვები, ხანდახან თუ
გაგვახსენებენ თავს
როგორც სიყალბის კარგი
ნიმუში. ისე ხომ არ დადგა
დრო IRI-ს შევახსენოთ რომ
აქედან მისი წასვლაც
შეიძლება უზრუნველვყოთ,
ისევე როგორც თავის დროზე
მოსვლა", - წერს ზაალ
ანჯაფარიძე.