„ვერ გეტყვით, დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან ამ წუთს გადაწყვეტილების მიმღები პრეზიდენტია“ - ნიკა გვარამია

Primetime.ge 13 საათი წინ 3
„ვერ გეტყვით, დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან ამ წუთს გადაწყვეტილების მიმღები პრეზიდენტია“ - ნიკა გვარამია
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება.შეხვედრამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტს მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს გააცნობენ, რომელშიც ახალი არჩევნების ჩატარების პირობებზეა საუბარი.როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკური პარტიები, არამედ სალომე ზურაბიშვილი იღებს."გადაწყვეტილება, არჩევნები როდის და როგორ იქნება ჩატარებული ეს რთული საკითხია. ჩვენ, ამ მხრივ მკაფიო გადაწყვეტილებები გჭირდება. პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები აუცილებლად და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ჩვენი, როგორც მოქალაქეების არის საკმარისი, ან ამის მხარდაჭერა არის საკმარისი. ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ამ წუთას ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია.ჩემი პირადი პოზიციაა - პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები,"- აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.შეხვედრაზე შესვლამდე ისაუბრა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძის თქმით, მსჯელობა ახალ არჩევნების ჩატარების საკითხს შეეხება."დღეს ჩვენ მოსაზრებებს გავუზიარებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს - რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, როდესაც დაინიშნება ამ არჩევნების თარიღი.ჩვენ გავცვალეთ აზრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოდელი თუ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ჩვენ ამის სამართლებრივი დასაბუთებაც გვაქვს," - აღნიშნა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია