ოთხი პოლიტიკური
გაერთიანების
წარმომადგენლებმა
ბრიფინგი გამართეს. როგორც
კოალიციების –
„ცვლილებებისთვის“,
„ძლიერი საქართველოსთვის“
„ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობისა“ და „გახარია –
საქართველოსთვის“
წევრებმა განაცხადეს, ათი
დღეა, ივანიშვილის მხრიდან
საკუთარი ხალხის და
ქვეყნის წინააღმდეგ
მიმდინარეობს
გამოცხადებული ომის
ქრონიკა.მათივე თქმით, ახლა
ყველა ერთად უნდა
შეებრძოლოს იმას, რაც
ხდება.როგორც „გახარია –
საქართველოსთვის“ წევრმა,
თეონა აქუბარდიამ
განაცხადა, მმართველის
პარტიის წევრების მიერ
გაკეთებული ნებისმიერი
განცხადება არის
სიყალბე.„ათი დღეა,
ივანიშვილის მხრიდან
საკუთარი ხალხის და
ქვეყნის წინააღმდეგ
მიმდინარეობს
გამოცხადებული ომის
ქრონიკა. ათი დღის მანძილზე
ივანიშვილის შავრაზმელები
უპირისპირდებიან ქართველ
ხალხს და როდესაც ეს
შავნიღბიანები საკმარისი
არ აღმოჩნდა რეჟიმის
სიმყარისთვის, უკვე
სიკვდილის ბრიგადები
გამოგზავნა ივანიშვილმა,
რომლებიც მოქალაქეებს
უპირისპირდებიან, ისევე
როგორც სიმართლის მთქმელ
ჟურნალისტებს. გუშინდელი
ფაქტი, რომელიც არ არის
პირველი – შეგახსენებთ
გურამ როგავას წინააღმდეგ,
რომელიც ბეწვზე გადარჩა,
პოლიციელის მხრიდან ასევე
გამიზნულ თავდასხმას –
კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ
სიმართლის თქმა ამ
ქვეყანაში ივანიშვილის
მხრიდან არის დანაშაულად
მიჩნეული. ნებისმიერი მათი
განცხადება არის სიყალბე
და გამიზნული ომი საკუთარი
ხალხის წინააღმდეგ.
თბილისის ქუჩები
გადაცემულია სიკვდილის
ბრიგადებისთვის,
რომლებსაც დღეს ბიძინა
ივანიშვილი მართავს.
ერთადერთი მშვიდობიანი
გამოსავალი არის ახალი
არჩევნები, რომელსაც
ოთხივე პოლიტიკური ძალა
ერთად ვითხოვთ, ისევე
როგორც ვითხოვთ
გათავისუფლებას ყველა
უკანონო პოლიტიკური
პატიმრის, რომელიც 450
გადაცდა. ხელისუფლება ყალბ
მოლოდინს ამყარებდა
პრეზიდენტ ტრამპთან
დალაგებასთან
დაკავშირებით, რაც კიდევ
ერთი ტყუილი აღმოჩნდა.
გუშინ ლეგიტიმური
პრეზიდენტი შეხვდა
მსოფლიო ლიდერებს პარიზში
და ჰქონდა საუბარი
პრეზიდენტ ტრამპთან იმ
უკანონობაზე, რომელსაც
ივანიშვილი საქართველოში
ამყარებს“, – განაცხადა
თეონა
აქუბარდიამ.კოალიცია
„ძლიერი საქართველოს“
წევრის, ლევან ცუცქირიძის
თქმით, თვითმარქვია
მთავრობა იყენებს ტერორს
მშვიდობიანი მოსახლეობის
და დემონსტრანტების
წინააღმდეგ.„ეს არაფერია,
თუ არა ტერორიზმი საკუთარი
ხალხის მიმართ.
სამართალდამცველები
გახდნენ
სამართალდამრღვევები და
სამართლიანობის,
დემოკრატიის, ევროპული
იდეის, კონსტიტუციის
სადარაჯოზე დგას
სამოქალაქო საზოგადოება
და მისი ნამდვილი
ჟურნალისტები, რომლებიც
გუშინ თავდასხმის
მსხვერპლნი გახდნენ“, –
აღნიშნა
ცუცქირიძემ.კოალიცია
„ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობის“ წევრი გია
ჯაფარიძე აცხადებს, რომ
კვლავ გრძელდება „ქართული
ოცნების“ საერთაშორისო
იზოლაცია.„გუშინ პარიზში
იყო ქრისტიანული
ცივილიზაციის ერთ-ერთი
ნიშანსვეტის, პარიზის
ღვთისმშობლის ტაძრის
აღდგენის გახსნის
ცერემონიალი, სადაც
არალეგიტიმური „ქართული
ოცნება“ მიწვეული არ იყო.
იქ იმყოფებოდა ლეგიტიმური
პრეზიდენტი. ის ტყუილები,
რომელსაც ასაღებდნენ
მოქალაქეებს პრეზიდენტ
ტრამპთან დაკავშირებით,
აღმოჩნდა, რომ ტყუილია.
მედალს ორი მხარე აქვს,
მედლის ერთ მხარესაა
ქართველი ხალხის სისხლში
ხელებგასვრილი ივანიშვილი
და მეორე მხარე არის
პროპაგანდისტული მანქანა,
რაზეც ეს რეჟიმი დგას“, –
განაცხადა
ჯაფარიძემ.კოალიცია
„ცვლილებებისთვის“
წევრის, ივა ჭყონიას
განცხადებით, სახეზეა
სახელმწიფოს სრული
კოლაფსი, ჩამოშლილია ყველა
ინსტიტუტი.„სამართალდამცავები
საერთოდ აღარ არსებობენ.
ჩემი თვალით ვუყურე, როგორ
მიუძღოდა საპატრულოს ორი
ეკიპაჟი იმ
ბანდფორმირებებს. 90-იან
წლებშიც თამაშის რაღაც
წესები არსებობდა, დღეს
სახეზეა სრული
თავგასულობა, როგორც
ჟურნალისტს და ოპერატორს
მოექცნენ. ოპერატორი გუშინ
რიგითი ანწუხელიძე იყო.
რუსული რეჟიმი გვმართავს.
ვინ უნდა გამოიძიოს,
არალეგიტიმურმახელისუფლებამ?
გამოდით, ყველანი დავდგეთ
ერთად, ვერავის
შეგვაშინებენ“, –
განაცხადა ჭყონიამ.