ნუ დავუჯერებთ, გავატაროთ,
ჩაივლიან როგორც
შარშანდელი თოვლი. სულ
რამდენიმე კვირა დარჩათ, -
ასე ეხმაურება დიასპორისა
და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი
ირაკლი ზარქუა მამუკა
ხაზარაძის მოწოდებას
დაუმორჩილებლობისკენ,
რომლის ადრესატიც ქართული
ჯარია უკვე მეორე დღეა
პოლიტიკური შეფასებების
თემაა.„ეს [მამუკა
ხაზარაძის განცხადება]
არის განწირულის ბოლო
მცდელობა, რომ ისევ ქაოსში
შეიყვანოს ეს ქვეყანა. ჯერ
თავისი კომპანიები
გააჩეროს, გაფიცოს. აბა
ერთი ვნახოთ, რომ დაეტყობა
თავის ჯიბეს და მერე
მოუწოდოს სხვას
[გაფიცვისკენ]. ნუ
დავუჯერებთ, გავატაროთ,
ჩაივლიან როგორც
შარშანდელი თოვლი. სულ
რამდენიმე კვირა დარჩათ“, -
აღნიშნა ზარქუამ.