საქსტატის წინასწარი
შეფასებით, 2024 წლის
ნოემბერში, წინა წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით, რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტის
(მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა,
ხოლო 2024 წლის პირველი
თერთმეტი თვის საშუალო
მაჩვენებელი 9.4%-ით
განისაზღვრა.2024 წლის
ნოემბერში, წინა წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით, ზრდის
მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანა შემდეგმა
დარგებმა: პროფესიული,
სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობები, ინფორმაცია
და კომუნიკაცია,
ტრანსპორტი და
დასაწყობება.კლების
ტენდენცია დაფიქსირდა
დამამუშავებელი
მრეწველობის სექტორში.