გადაწყვეტილება, რომელიც
„ხალხის ძალამ“ მიიღო, რომ
იყვნენ განსაკუთრებულად
კრიტიკულები და
ოპონირების რეჟიმში
გადავიდნენ, საინტერესო
გამოცდილება იქნება, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
ნინო
წილოსანმა.„მნიშვნელოვანია
მოვისმინოთ ობიექტური,
განსხვავებული მოსაზრება
და იყოს ოპონირება, ამიტომ
ის გადაწყვეტილება,
რომელიც „ხალხის ძალამ“
მიიღო, რომ იყვნენ
განსაკუთრებულად
კრიტიკულები და გარკვეულ,
ასე ვთქვათ, ოპონირების
რეჟიმში გადავიდნენ, რა
თქმა უნდა, საინტერესო
გამოცდილება იქნება და
გამოწვევა იქნება
ჩვენთვისაც“, - განაცხადა
წილოსანმა.პარტია „ხალხის
ძალა“ ოპოზიციაში გადადის.
ინფორმაცია პარტიის
წევრმა, პარლამენტის
დეპუტატმა გურამ
მაჭარაშვილმა მედიასთან
საუბრისას გააჟღერა.