საქართველოს პარლამენტის
ვიცე-სპიკერი ნინო
წილოსანი სოციალურ ქსელში
ეხმიანება ქართული NGO-ების
წარმომადგენლების წერილს,
რომელიც მათ ევროკავშირს
გაუგზავნეს და
საქართველოს დასჯა
მოითხოვეს.ნინო წილოსანი
წერილზე ხელმომწერებს
ასახელებს და წერს, რომ
„ნაცების მინისტრთა
კაბინეტი“
იბრძვის.„წერილში,
რომელშიც ნაცების სტილში
დამახინჯებულია ფაქტები
და რეალობა, ითხოვენ:1.
ევროკავშირმა არ აღიაროს
ქართველი ხალხის მიერ
არჩეული ხელისუფლება2.
სანქციების დაწესებას
ივანიშვილისთვის და
კანონიერი ხელისუფლების
წარმომადგენლებისთვის3.
სახელმწიფოს
წარმომადგენელი
თანამდებობის პირებისთვის
დიპლომატიური ვიზების
გაუქმებას და მათ
იზოლაციასამ ყველაფრის
საპირწონედ ითხოვენ
ენჯეოებისა და ოპოზიციის
ხელში ინსტრუმენტად
ქცეული მედიის
მხარდაჭერის
გაძლიერებასარ
გაინტერესებთ ვინ აწერს
ხელს?!სერგი კაპანაძე -2016-2020
წლებში პარლამენტის წევრი
ნაციონალური
მოძრაობიდან;შოთა
უტიაშვილი - ვანო
მერაბიშვილის დროს შსს-ს
მაღალჩინოსანი;თამარ
კინწურაშვილი - 2005- 2008 წლებში
ნაცების დანიშნული
საზოგადოებრივი
მაუწყებლის დირექტორი,
ეკატერინე ტყეშელაშვილი -
ნაცების მრავალ
ნამინისტრალი, მათ შორის 2008
წელს საგარეო საქმეთა
მინისტრი;თემურ
იაკობაშვილი - 2008-2010 წლებში
დავით ბაქრაძის დანიშნული
რეინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი და ა.შ
და ა.შმოკლედ, „ნაცების
მინისტრთა კაბინეტი“
გვებრძვის”, - წერს ნინო
წილოსანი.ქართული
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები
ევროკომისიას წერილს
უგზავნიან, რომელშიც
სთხოვენ, რომ ევროკავშირმა
დიპლომატიური პასპორტების
მქონე საქართველოს
მოქალაქეებისთვის
თავისუფალი სავიზო
მიმოსვლა შეაჩეროს და
ხელისუფლებას
საპარლამენტო არჩევნების
ხელმეორედ ჩატარება
მოსთხოვოს.