პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე, ნინო წილოსანი,
"ტვ პირველის" ჟურნალისტ
მაკა ჩიხლაძესა და
ოპერატორზე თავდასხმას
სოციალურ ქსელში
ეხმიანება.მისი
განცხადებით, ამას მხოლოდ
ის გააკეთებდა, ვისაც
ვითარების ძალადობის
პროვოცირება აწყობს."ტვ
პირველის ჟურნალისტსა და
ოპერატორზე თავდასხმის
უმძიმესი კადრებია… ამას
მხოლოდ ის გააკეთებდა,
ვისაც აქციების არასწორად
წარმართვა და ძალადობის
პროვოცირება სურს, ვის
წისქვილზეც ეს ქმედება
ასხამს წყალს…იმედი მაქვს
გამოძიება დროულად
გაგვიზიარებს ინფორმაციას
ამ ძალადობის ფაქტზე და
დამნაშავეს სათანადო
პასუხი გაეცემა." - წერს
წილოსანი სოციალურ ქსელში.