ნინო ზაუტაშვილი: მოგმართავთ ყველა იურისტს და იურიდიულ კომპანიას, ვისაც გესმით შექმნილი ვითარების სიმძიმე

News.ge 13 საათი წინ 13
ნინო ზაუტაშვილი: მოგმართავთ ყველა იურისტს და იურიდიულ კომპანიას, ვისაც გესმით შექმნილი ვითარების სიმძიმე
ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი:
მოგმართავთ ყველა იურისტს და იურიდიულ კომპანიას, ვისაც გესმით შექმნილი ვითარების სიმძიმე.
ვინც ფიქრობთ, რომ საქართველოში საზოგადოება არაა ღრმად ჩახედული იმ კანონების დეტალებში და საფრთხეებში, რომელსაც ჩვენ დრაკონულს ვეძახით, გავერთიანდეთ და შევქმნათ ტიკტოკ სერიები, სადაც მარტივად, გასაგებ ენაზე ავუხსნით ყველა დეტალს, ყველა კანონში ჩაქსოვილ პრობლემას და მოსალოდნელ საფრთხეს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის. როგორ დავიცვათ თავი, ჩვენი უფლებები, ჩვენი კონსტიტუცია და სამშობლო.
ასევე შეგვიძლია ტიკტოკ სერიებად ვაქციოთ სასამართლო პროცესების შინაარსი, მთხრობელი მოკლედ და სხარტად აღწერს, რა მოხდა პროცესზე და ამას გრაფიკული აღწერაც დაემატება.
ჩემი მხრიდან კონტრიბუცია იქნება პროდუსინგი და სრული აპარატურით აღჭურვა გადაღება-მონტაჟისთვის.
ყველა იურისტს და იურიდიულ კომპანიას მოგიწოდებთ. მართლა ისტორიული საქმე მგონია. შეგიძლიათ აქაც მომწეროთ და პირადშიც. მეგობრებმა დამირეკეთ.
ჩემი დევიზია გააგებინე სიმართლე. გახსენი გონება. ჩვენი კონსტიტუცია იწყება ფრაზით, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. გავხდეთ საქართველოს მოქალაქეები, შევიძინოთ ცოდნა. ცოდნა ყველაზე დიდი სიმდიდრეა!
სრულად წაიკითხეთ სტატია