ივერი ბალახაშვილი: მინდა ჩამოვწერო ჩემი აზრით რა არის მიზეზები თუ რატომ არ აქვს აზრი ამ ე.წ. არჩევნებზე გასვლას და რატომაა რამის “გამოგლეჯის შესაძლებლობა” მტკნარი ტყუილი

News.ge 8 საათი წინ 2
ივერი ბალახაშვილი: მინდა ჩამოვწერო ჩემი აზრით რა არის მიზეზები თუ რატომ არ აქვს აზრი ამ ე.წ. არჩევნებზე გასვლას და რატომაა რამის “გამოგლეჯის შესაძლებლობა” მტკნარი ტყუილი
“მინდა ჩამოვწერო ჩემი აზრით რა არის მიზეზები თუ რატომ არ აქვს აზრი ამ ე.წ. არჩევნებზე გასვლას და რატომაა რამის “გამოგლეჯის შესაძლებლობა” მტკნარი ტყუილი – 1
🔴 თეორიულად დავუშვათ რომ მართლა იგებს ოპოზიცია მაგალითად ზუგდიდს. ვერ შეცვლიან შედეგს თუნდაც გამოქვეყნების შემდეგ?
🔴 2021 წლის არჩევნებში ეგრე გამოვტაცეთ ზუგდიდი, სადაც საკრებულოს უმრავლესობაში უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა.
ქოცებმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ გაიაზრეს ეს, ამიტომაც ადგნენ გახსნეს დალუქული ხმები კონკრეტულ უბანზე, ჩაყარეს 41-ები, მერე გადათვალეს უბანი ახალად, ჰოი საოცრებავ მოგებული მაჟორიტარი გაგვიუქმეს და ასე და ამგვარად მარტო ნაცები ვეღარ ვაკომპლექტებდით უმრავლესობას. Ana Tsitlidze მგონი არაფერი მეშლება. მაინცდამაინც სხვა პარტიების აღშფოთებაც არ მახსენდება მაგაზე. ახლა ელექტრონულად უფრო მარტივად მოამატებენ თან, ფურცლების ჩაყრაზეც არ მოუწევთ წვალება.
ეჭვი ეპარება ვინმეს რომ იმავეს არ იზამს ბიძინა სულ რომ წააგოს?
🔴 მეორე მაგალითია ბათუმი რომ გამოვგლიჯეთ ოპოზიციამ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი ნუგზარ ფუტკარაძე უბრალოდ მოკლეს, გახარიას ერთი დეპუტატი გადაიბირეს და მორჩა ბათუმის საკრებულოც გახდა ქოცების.
ამჯერად მოერიდება და მსგავსებს ვეღარ გაბედავს ქოცი? ვინმეს მართლა გჯერათ?
🔴 და ბონუსად ნებისმიერი საარჩევნო შედეგი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, ჩვენებს განსახილველადაც არ იღებენ ხოლმე და ვინმეს სჯერა რომ ახლა რომელიმე მოსამართლე არ დაუჯერებს ბიძინას და ოპოზიციის მიერ მოგებული ხაშურის შედეგებს არ გააბათილებს?
ერთადერთი გამონაკლისი თეთრიწყარო იყო შარშან და ეგეც გადაზღვეული ჰქონდათ სააპელაციოთი და უზენაესით.
ჰოდა ვინმეს გაქვთ რაიმე არგუმენტი ასე რატომ ვერ მოხდება?
წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის”  ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივერი ბალახაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია