საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოში ავსტრალიის
ელჩს, მაილს რობერტ
არმიტიჯს (რეზიდენციით ქ.
ანკარაში)
შეხვდა.მხარეებმა
განიხილეს არჩევნების
შემდგომ არსებული
შიდაპოლიტიკური ვითარება.
შეხვედრისას მიმოიხილეს
რეგიონული უსაფრთხოების
საკითხები.საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ რუსეთის
მიერ ოკუპირებულ
აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონში არსებულ
ვითარებასა და მიმდინარე
მოვლენებზე
ისაუბრა.ნიკოლოზ
სამხარაძემ ელჩს
საპარლამენტო დღის
წესრიგზე, ქვეყნის საგარეო
პოლიტიკურ პრიორიტეტებსა
და ეკონომიკური
განვითარების საკითხებზე
მიაწოდა ინფორმაცია.