ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საკომიტეტო შეხვედრებზე ვისაუბრებთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ამ ასამბლეაში კონკრეტულ წევრებს საქართველოს მიმართ აქვთ. ამ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოს დაშვებაც კი არ უნდოდათ ასამბლეის სხდომაზე

Primetime.ge 1 თვე წინ 26
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საკომიტეტო შეხვედრებზე ვისაუბრებთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ამ ასამბლეაში კონკრეტულ წევრებს საქართველოს მიმართ აქვთ. ამ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოს დაშვებაც კი არ უნდოდათ ასამბლეის სხდომაზე
ვისაუბრებთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ამ [ეუთო-ს] ასამბლეაში კონკრეტულ წევრებს საქართველოს მიმართ აქვთ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოს დაშვებაც კი არ უნდოდათ ასამბლეის სხდომაზე, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.„გვექნება საუბარი ოკუპაციაზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. ვისაუბრებთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ამ [ეუთო-ს] ასამბლეაში კონკრეტულ წევრებს საქართველოს მიმართ აქვთ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოს დაშვებაც კი არ უნდოდათ ასამბლეის სხდომაზე. ისინი აგრძელებენ ამ მავნებლურ საქმიანობას, მათ შორის ცდილობენ, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერებიც გაიტანონ და როგორც ცნობილია, ეს ძირითადად ჯო უილსონის ავტორობით ხდება.პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საკომიტეტო შეხვედრები იმართება. ქართულმა მხარემ ასამბლეის წევრებს უკვე გააცნო ის ღირებულებები და მიზნები, რომლის გარშემოც ქვეყანა მუშაობას განაგრძობს. კონკრეტულმა ჯგუფებმა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად უკვე გამოიყენეს, თუმცა დეზინფორმაციულ განცხადებებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სიმართლით უპირისპირდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია