ნიკა მელია უნებისყოფო კაცია, ყოველგვარი მორალისა და ღირსების გარეშეა - ირაკლი ზარქუა

Primetime.ge 1 დღე წინ 4
ნიკა მელია უნებისყოფო კაცია, ყოველგვარი მორალისა და ღირსების გარეშეა - ირაკლი ზარქუა
მელიას სხვისი საკრიტიკო რა აქვს? კაცი, საკუთარი პარტიიდან „ხაბემ“ გააგდო. მის ადგილზე დავიმალებოდი და არც გამოჩნდებოდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.ზარქუას თქმით, ნიკა მელია უნებისყოფო კაცია.„ვისთან აქვს პრეტენზია? სალომე ზურაბიშვილი რას წარმოადგენს, შეიძლება, ჩვენ ვუთხრათ, მაგრამ მელიას რა პრეტენზიები აქვს, საკუთარი პარტიიდან გააგდეს. ჯერ პარლამენტში შემოაგდეს მაშინ, როცა ნათქვამი ჰქონდა, პუფი ვიყო, პარლამენტში თუ შევიდეო. უნებისყოფო კაცია, ყოველგვარი მორალისა და ღირსების გარეშეა და სხვასთან რა პრეტენზია აქვს? – სალომე ზურაბიშვილი რას აკეთებს, ვერ ხვდება. სალომე ზურაბიშვილს დაავალეს, რომ ლიდერი ყოფილიყო. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც აქამდე დავით ბაქრაძე ჰყავდა. სულ პირველ ადგილზე ჰყავდათ და სულ გაქრა, რადგან ვერ და არ გაამართლა. ბაქრაძე ზურაბიშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც ბაქრაძე ორია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია