მინდა, დავადასტურო, რომ
ჩვენი კომპანია
„რეფორმატიკსი“
ვთანამშრომლობთ Continental
Strategy-სთან. ეს არის
ხელშეკრულება ორ კერძო
კომპანიას შორის, ამაში
დასამალი არაფერია. ამ
ხელშეკრულებას როცა
ვაფორმებდით, ვიცოდით, რომ
შესაბამისი ინფორმაცია
აშშ-ის იუსტიციის
დეპარტამენტის საიტზე
გამოქვეყნდებოდა, – ამის
შესახებ ნიკა გილაური
სოციალურ ქსელში
წერს.როგორც გილაური
აღნიშნავს, ხელშეკრულება
გაფორმდა იმ მიზნით, რომ
Continental Strategy დაეხმაროს
„რეფორმატიკსს“ მისი
მთავარი მიზნის მიღწევაში
– სამხრეთ კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში
ინვესტიციების მოზიდვასა
და ბიზნეს გარემოს
გაუმჯობესებაში, ამ
რეგიონის ეკონომიკური
კავშირების გაძლიერებაში
ამერიკასთან და
ევროკავშირის
ქვეყნებთან.„მეგობრებო,
მინდა გამოვეხმაურო დღეს
დილით მედიაში
გავრცელებულ ინფორმაციას
რეფორმატიკსის მიერ
ამერიკის შეერთებულ
შტატებში კომპანია Continental
Strategies-თან თანამშრომლობის
შესახებ
(https://www.continentalstrategy.com).პირველ
რიგში, მინდა დავადასტურო,
რომ დიახ, ჩვენი კომპანია
რეფორმატიკსი – და არა მე,
ნიკა გილაური, როგორც ეს
მედიაში გავრცელდა –
ვთანამშრომლობთ Continental
Strategy-სთან. ეს არის
ხელშეკრულება ორ კერძო
კომპანიას შორის, ამაში
დასამალი არაფერია და,
როდესაც ამ ხელშეკრულებას
ვაფორმებდით, რა თქმა უნდა
ვიცოდით, რომ შესაბამისი
ინფორმაცია აშშ-ის
იუსტიციის დეპარტამენტის
საიტზე გამოქვეყნდებოდა
FARA-ს მოთხოვნების
შესაბამისად.მეტიც, Continental
Strategy არის ერთ-ერთი ყველაზე
ძლიერი, მაღალი რეპუტაციის
მქონე და კვალიფიციური
საკონსულტაციო კომპანია
ამერიკის კონტინენტზე.
მისი დამფუძნებელი და
პრეზიდენტი კარლოს ტრუხიო
არის პრეზიდენტ ტრამპის
მრჩეველი და მისი 2024 წლის
საპრეზიდენტო კამპანიის
წამყვანი კომუნიკატორი,
დიპლომატი, პოლიტიკოსი
რესპუბლიკური პარტიიდან
და ასევე, იყო პრეზიდენტ
ტრამპის წარმომადგენელი
ამერიკის სახელმწიფოების
ორგანიზაციაში (Organization of American
States).მეორე, მინდა დავაზუსტო
მედიაში გავრცელებული
ინფორმაცია ხელშეკრულების
მიზნების შესახებ.
ხელშეკრულება პირველ
რიგში გაფორმდა იმიტომ, რომ
Continental Strategy დაეხმაროს
რეფორმატიკსს მისი
მთავარი მიზნის მიღწევაში
– სამხრეთ კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში
ინვესტიციების მოზიდვასა
და ბიზნეს გარემოს
გაუმჯობესებაში და ამ
რეგიონის ეკონომიკური
კავშირების გაძლიერებაში
ამერიკასთან და
ევროკავშირის ქვეყნებთან.
ჩვენი კომპანიის ეს მიზანი
შეესაბამება ამერიკის
შეერთებული შტატების
პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის
სტრატეგიულ ინტერესებს და
ასევე, ჩემს ხედვას იმასთან
დაკავშირებით, რომ
საქართველო გადაიქცეს
რეგიონის სავაჭრო და
სატრანსპორტო ჰაბად (რაზეც
ვრცელი საჯარო ლექცია
წავიკითხე და არაერთხელ
ღიად მისაუბრია
მედიაშიც).ზემოაღნიშნული
მიზნის მისაღწევად,
ხელშეკრულების
შესაბამისად, Continental Strategy
კონსულტაციებს გაგვიწევს
ამერიკის ხელისუფლებასთან
კომუნიკაციის დამყარების
და სრულყოფისა და
ქართულ-ამერიკული
ურთიერთობების
განვითარების
კუთხით.თვალსაჩინოებისთვის,
ვაკოპირებ შესაბამისი
ნაწილების ქართულ
თარგმანს:„…[რეფორმატიკსის]
მთავარი მიზანია ბიზნეს
გარემოს გაუმჯობესება და
პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოზიდვა იმ
ქვეყნებში, სადაც
საქმიანობას ეწევა –
კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში.მისი ხედვაა
საქართველოს გარდაქმნა
ევროპულ დემოკრატიად და
საქართველოს ინტეგრაცია
გლობალურ ეკონომიკაში CASCA-ს
(ცენტრალური აზიის და
სამხრეთ კავკასიის
რეგიონი) და აშშ-სა და
ევროკავშირის ქვეყნებს
შორის კავშირების
პლატფორმის შექმნით.ფირმა
[Continental Strategy] თანახმაა
მიაწოდოს კლიენტს
[რეფორმატიკსი]
მომსახურება მთავრობასთან
ურთიერთობის სფეროში
შემდეგი
მიმართულებით:აღმასრულებელი
და საკანონმდებლო შტოების
ძირითად დაინტერესებულ
მხარეებთან ურთიერთობების
დამყარება პოლიტიკის
შემუშავების ხელშეწყობის
მიზნით.დემოკრატიის,
ანტიკორუფციული
ინიციატივებისა და
სამთავრობო რეფორმების
ხელშეწყობის მხარდაჭერა
აშშ-საქართველოს
ურთიერთობებთან
შესაბამისობაში.მთავრობასთან
ურთიერთობების, პოლიტიკის
ადვოკატირებისა და
დაინტერესებულ მხარეთა
ჩართულობის კუთხით ფართო
გამოცდილების გამოყენება
შპს რეფორმატიკსის
მიზნებთან
შესაბამისობაში“.ღრმად
მჯერა, რომ ამ
ხელშეკრულების გაფორმებით
ჩვენი კომპანია
საქართველოსთვის
სასარგებლო და
სტრატეგიულად
მნიშვნელოვან საქმეს
აკეთებს და კიდევ
გააკეთებს“, – წერს ნიკა
გილაური.FARA-ს მოთხოვნების
შესაბამისად, აშშ-ის
იუსტიციის დეპარტამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნდა
დოკუმენტი, რომლის
მიხედვითაც, ნიკა გილაურის
კომპანია Reformatics-მა აშშ-ში
ლობისტური კომპანია Continental
Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600
000 დოლარი უნდა გადაუხადოს.