ნიკა გვარამია აქციებზე: ყოველდღე ყველა იქ რომ ვიდგეთ, ვინმემ სხვა საქმეც უნდა აკეთოს

Primetime.ge 5 საათი წინ 5
ნიკა გვარამია აქციებზე: ყოველდღე ყველა იქ რომ ვიდგეთ, ვინმემ სხვა საქმეც უნდა აკეთოს
"რუსთაველზე საკმარისი სიხშირით დავდივარ. ყოველდღე ყველა იქ რომ ვიდგეთ, ვინმემ სხვა საქმეც უნდა აკეთოს",- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.მას სოციალურ ქსელში ჰკითხეს, თუ რა სიხშირით დადის რუსთაველზე, რაზეც პასუხობს:""მე რუსთაველზე საკმარისი სიხშირით დავდივარ და პარტია ვმონაცვლეობთ, ლიდერებიც. 50-ნი მაინც  ვართ ხოლმე ყოველ დღე პარტიიდან. ყოველ დღე ყველა იქ რომ ვიდგეთ, ვინმემ სხვა საქმეც უნდა აკეთოს. მეორე, თავზე ამხობენ ყველაფერს და მთავრობა დაამხე ერთი და იგივე არაა. მესამე - აქ საზოგადოებაზეა საუბარი, მის კონსოლიდირებულ პასუხზე, და არა "ხალხისთვის რამის დაბრალებაზე". საზოგადოება კეთისინდისიერ პატრიოტებს მოიცავს, პოლიტიკოსი იქნება ეს, ინჟინერი, ჟურნალისტი, მუშა, ექიმი თუ ფერმერი",-წერს ნიკა გვარამია. 
სრულად წაიკითხეთ სტატია