ნდობის ჯგუფმა მე-11
მოწვევის პარლამენტში
პირველი სხდომა გამართა.
ჯგუფის წევრებმა
საქართველოს დაზვერვის
სამსახურის უფროსს, ირაკლი
ბერაიასა და მის
მოადგილეებს
მოუსმინეს.დაზვერვის
სამსახურის უფროსმა
შეხვედრაზე 2024 წლის
ანგარიში წარადგინა და იმ
საკითხებსა და
გამოწვევებზე ისაუბრა,
რომელიც საანგარიშო
პერიოდში უსაფრთხოების
კუთხით ქვეყნის წინაშე
არსებობდა."გაიმართა
ნდობის ჯგუფის პირველი
სხდომა, სადაც ჩვენ
დავამტკიცეთ
საორგანიზაციო საკითხები.
ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა
ანგარიშის მოსმენა ჩვენი
საგარეო დაზვერვის
სამსახურის, რომლებმაც
წარმოადგინეს 2024 წლის
ანგარიში. გამახვილდა
ყურადღება იმ
გამოწვევებზე, რომელიც
არსებობდა ამ სამსახურის
წინაშე, მისი აღმოფხვრის
გზებზე“, - აცხადებს ნდობის
ჯგუფის ხელმძღვანელი,
პარლამენტის თავდაცვისა
და უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარე ალექსანდრე
ტაბატაძე.