„ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები, ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 1 დღე წინ 5
„ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები, ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა - გურამ მაჭარაშვილი
სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმა ჯერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შექმნა, ახლა უკვე კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც.„უწინასწარმეტყველეს, რომ ის ე.წ. ნაცმოძრაობაში იმ პატივისცემით აღარ ისარგებლებდა, რაც არჩევნებამდე ჰქონდა. ეს ასეც ხდება – აქციაზე უსტვენენ და უკვე აგდებენ. მისი ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ „ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ ხვდება, არამედ თურმე საქმეებს „ულაგებს“ და ჭკუას ასწავლის. „ნაცმოძრაობამ“ რაც დათესა, სალომე ზურაბიშვილის სახით, ის მიიღო. სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც. საქართველოს პრეზიდენტად რა პლატფორმითაც მოვიდა, ამის საწინააღმდეგო საქმეები აკეთა. „ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები. ამ შემთხვევაში, ხელში ხან მიშას პლაკატს დააკავებინებენ და ხან – თავის პლაკატს. ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია