"ქართული ოცნება"
"ნაციონალური მოძრაობის"
წინააღმდეგ საკონსტიტუციო
სარჩელს თვითმმართველობის
არჩევნების შემდეგ
შეიტანს. გადაწყვეტილება
მმართველმა გუნდმა
უმრავლესობის სხდომაზე
მიიღო."ქართული ოცნება"
თვლის, რომ არჩევნებზე
ოპოზიციურ პარტიებს ჯერ
ქართველმა ხალხმა უნდა
გასცეს პასუხი. მმართველ
გუნდში განმარტეს, რომ
საგამოძიებო კომისიისთვის
მხოლოდ 3-თვიანი ვადის
გამოყენების შემთხვევაში
შესაძლებელი იყო
თვითმმართველობის
არჩევნებამდე ყველა
პროცედურის მოსწრება,
თუმცა კომისიის ვადა ერთი
თვით გახანგრძლივდა.
შესაბამისად,
"ნაცმოძრაობას" კიდევ
ერთხელ ექნება არჩევნებში
მონაწილეობის მიღების
შესაძლებლობა."ნაციონალურ
მოძრაობაში" ამბობენ, რომ
მათ ვერ გაანადგურებენ.
გიორგი ბარამიძის თქმით,
პარტია არჩევნებში
მონაწილეობას არ
აპირებს."რას ამბობენ, რას
არ ამბობენ, ჩვენთვის ამას
აბსოლუტურად არანაირი
მნიშვნელობა არა აქვს.
ისინი არიან ჩვეულებრივი
პიარით დაკავებული, რა დროს
რა აწყობთ, იმას
ლაპარაკობენ. "ნაციონალური
მოძრობის" განადგურება,
დიდი ხანია, გეგმაში აქვთ.
აქამდე ვერ გაგვანადგურეს
და ვერც
გაგვანადგურებენ.რაც
შეეხება არჩევნებში
მონაწილეობას, არანაირ
არჩევნებში "ნაციონალური
მოძრაობა" და არც სხვა
რომელიმე ნორმალური
პარტია მონაწილეობასა არ
მიიღებს. მილიონჯერ გვაქვს
ეს ნათქვამი და კიდევ
ერთხელ გაგიმეორებთ", -
აცხადებს "ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის"
პოლიტიკური მდივანი
გიორგი ბარამიძე.