„ახლო აღმოსავლეთი
გაცილებით დიდი
დამანგრეველი პოტენციალის
შემცველია...“ – ამის
შესახებ პოლიტოლოგმა სოსო
მანჯავიძემ გადაცემა
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალ სივრცეში“
განაცხადა.„უფრო რეალურად
ჩანს ესკალაციის სცენარი,
რაც, რა თქმა უნდა, არავის
უნდა უხაროდეს; და აქ, ახლა,
მე ჩვენი
თანამოქალაქეების მიმართ
უნდა გავაკეთო ერთი
მოწოდება. ძალიან გთხოვთ –
ომის დროს, როცა ქვეყანა
ომშია ჩაბმული, ხალხი
იღუპება და ქალაქები
ინგრევა – ამ დროს ყველაზე
მეტად ამახსოვრდებათ ამა
თუ იმ ქვეყნის
მოქალაქეების პოზიციები.
გავანებოთ თავი, ერთის
მხრივ, ისრაელის და ირანის
ლანძღვას“, – განაცხადა
მანჯავიძემ.