მომღერალი და კომპოზიტორი
ნატო გელაშვილი, ქვეყანაში
განვითარებულ მოვლენებს,
კერძოდ კი აქციაზე კუბოს
დაწვის ფაქტს სოციალურ
ქსელში ეხმიანება და
მიმართვას
ავრცელებს.როგორც
მომღერალი წერს, ვისაც
სასახლის( კუბოს) სიმძიმე
გავლილი აქვს და მისი
დანიშნულება კარგად იცის,
ალბათ არც მტერს უსურვებს
იგივე სიმწარის
გავლას…„დიდი ბოდიშის
მოხდით, როგორც ერთმა
რიგითმა ქრისტიანმა მინდა
ჩემი გულისტკივილი
დავაფიქსირო...ვისაც
სასახლის( კუბოს) სიმძიმე
გავლილი აქვს და მისი
დანიშნულება კარგად იცის,
ალბათ არც მტერს უსურვებს
იგივე სიმწარის
გავლას…ჭირისუფლისთვის
ძალიან მძიმეა როცა
სასახლე მოაქვთ პირველად
სახლში, თუმცა მერე ეფერები
ვინაიდან იაზრებ რომ ეს
სასახლე, შენთვის ძალიან
ძვირფასი ადამიანისთვის
ბოლო სახლია…არასოდეს
დაწვათ ქრისტიანის ბოლო
სახლი და არავის უსურვოთ
გარდაცვალება როგორც არ
უნდა გძულდეთ. მე მჯერა
რომ ქართველ ერს
სიძულვილზე მეტად
სიყვარული
შეგვიძლია.სიყვარულით
გადავრჩებით მხოლოდ და
მხოლოდ. მშვიდობა ჩემ ხალხს
და ჩემ ქვეყანას“,-წერს
გელაშვილი.