გარემოს ეროვნული
სააგენტო ამინდის
განახლებულ პროგნოზს
აქვეყნებს: 12-14 აგვისტოს
საქართველოში მოსალოდნელი
ამინდი: 🌦 12-14 აგვისტოს
შედარებით მაღალი
ტემპერატურის ფონზე ზოგან
გაწვიმდება, შესაძლებელია
ელჭექი, სეტყვა და ქარის
გაძლიერება.⛈️ ქ. თბილისში 12
აგვისტოს მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით,
ხოლო 13-14 აგვისტოს უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +30, +32
გრადუსი დაფიქსირდება.🌊
სანაპირო რაიონებში
(ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,
ფოთი): 12 აგვისტოს
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს
კი უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +27, +29
გრადუსი დაფიქსირდება.🌦
დასავლეთ საქართველოს
დაბლობ რაიონებში
(ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი) 12
აგვისტოს მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14
აგვისტოს კი გაწვიმდება
მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით 30, +32 გრადუსი
დაფიქსირდება.⛈️ დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 12 აგვისტოს
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს
კი გაწვიმდება მხოლოდ
ცალკეულ რაიონში. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +28, +30
გრადუსი დაფიქსირდება.⛈️
დასავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რაიონებში
(მესტია, ბახმარო): 12
აგვისტოს მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14
აგვისტოს კი გაწვიმდება
მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +26, +28 გრადუსი
დაფიქსირდება.⛈️ ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით,
შესაძლებელია სეტყვა და
ქარის გაძლიერება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +30, +32
გრადუსი დაფიქსირდება.⛈️
კახეთში (საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით,
შესაძლებელია სეტყვა და
ქარის გაძლიერება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +31, +33
გრადუსი დაფიქსირდება.⛈️
აღმოსავლეთ საქართველოს
მთიან რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით,
შესაძლებელია სეტყვა და
ქარის გაძლიერება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +28, +30
გრადუსი დაფიქსირდება.🌦
აღმოსავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რაიონებში
(ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო):
ზოგან მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +20, +25 გრადუსი
დაფიქსირდება.