ნანუკა ჟორჟოლიანი: მარიამის მამა, ნუგზარ კერესელიძე მთელი ცხოვრება ემსახურა რუსულ არხს

News.ge 4 საათი წინ 2
ნანუკა ჟორჟოლიანი: მარიამის მამა, ნუგზარ კერესელიძე მთელი ცხოვრება ემსახურა რუსულ არხს

“მარიამის მამა, ნუგზარ კერესელიძე მთელი ცხოვრება ემსახურა რუსულ არხს. რუსები უნდა გენდობოდნენ რომ ამ პოზიციაზე იყო წლები. ამიტომ მარიამი რომ ქმრის ფეისბუქით გვსტალკავს რა გასაკვირია. 🙂” – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. 

ცნობისათვის, მარიამ კერესელიძე,  წარმომადგენელი, რომელიც ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს უძღვება, აცხადებს რომ თავისი ქმრის ფეისბუქ ანგარიშზე წვდომა სხვა პოლიციელებსაც მისცა.
საუბარია ტელეწამყვან ს წინააღმდეგ “ოცნების” დეპუტატ მარიამ ლაშზე დაწერილ პოსტზე შედგენილ ოქმზე. ტვ პირველის ცნობით, საქმის მასალებში ჩანს, რომ ბუკიას გვერდზე მარიამ ლაშხზე დაწერილი პოსტი დავით ლეჟავამ დასქრინა და არა პოლიციელმა გიორგი აბესაძემ, რომელმაც ოქმი შეადგინა. დავით ლეჟავა, ვისი ანგარიშიდანაც ბუკიას გვერდი დასქრინეს, მარიამ კერესელიძის ქმარია და პოლიციაში არ მუშაობს.
“ქართული ოცნების” ახალი კანონით, ფეისბუკზე ამ პარტიის დეპუტატზე მონის დაწერა რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

ვრცლად

სრულად წაიკითხეთ სტატია