ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

News.ge 10 საათი წინ 4
ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

ტელეწამყვან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღეს -მ ორი პირი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ “პროვოკატორს, რომელიც პირველ აგვისტოს რუსთაველზე გინებით შევარდა, სათანადო პასუხი გასცა”.

როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, მაშინ აღნიშნულ პირს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა, პოლიციამ კი ის მხოლოდ ადგილიდან განარიდა.

ერთ დღეს, ეს ნაბიჭვარი გინებით და ჩართული კამერით შემოვარდა რუსთაველზე. მოხდა დაპირისპირება. ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნაბიჭვარს სათანადო პასუხი გასცეს”, – წერს ჟორჟოლიანი. 

პირი, რომელმაც ორი აქტივისტი დააჭერინა, ბექა გოცირიძეა – საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. გავრცელებული ინფორმაციით, მან კარიერა იმით დაასრულა, რომ ნასვამი მანქანით გადავარდა ხიდიდან და სასწაულით გადარჩა.

ცნობისთვის, შსს-მ დღეს 2 პირი დააკავა. გელა გელაძის უწყება ირწმუნება, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.

“პირველების” ინფორმაციით, დაკავებულები არიან თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია