ნათია ფანჯიკიძე: ბოლო ორი წელი 30 კილომეტრი ვერ აიღეს ამ დემონებმა, თანაც ისე, რომ ურდო არღვევს ომის ყველა კანონს, უკრაინა არცერთს!

News.ge 2 დღის წინ 7
ნათია ფანჯიკიძე: ბოლო ორი წელი 30 კილომეტრი ვერ აიღეს ამ დემონებმა, თანაც ისე, რომ ურდო არღვევს ომის ყველა კანონს, უკრაინა არცერთს!

“საუკუნის ოპერაცია – Mission Impossible -ჩაატარეს უკრაინელებმა, უამრავ კინოს რომ გადაიღებენ რეჟისორები მომავალში, ისეთი.
ოპერაციას წელიწადნახევარი გეგმავდნენ, წარმოგიდგენიათ? წელიწადნახევარი არ გაჟონა ინფორმაციამ.
“ნახეთ ლა უქნეს უკლაინას” – ომი არის კაცობრიობის ყველაზე დიდი კრიმინალი და ადამიანები კვდებიან, კი ბატონო. როცა ჩვენ გვესხმოდა თავს, იგივეს გვიკეთებდა, რაც “ს უქნეს”. ომის შედეგების მხრივ კი რა უქნეს? ბოლო ორი წელი 30 კილომეტრი ვერ აიღეს ამ დემონებმა, თანაც ისე, რომ ურდო არღვევს ომის ყველა კანონს, უკრაინა არცერთს!
ფიზიკური და მენტალური გამძლეობით კი მსოფლიოში ვერავინ მოერეოდა რუსებს, მათთან მონათესავე ფიზიკური აღნაგობისა და მათზე უფრო შეუპოვარი და მტკიცე ხასიათის ერის გარდა. აქ მხოლოდ არმიის სიმრავლეზე და შეიარაღებაზე არ დგას საკითხი, ეს ერის თვისებაა, მოუდრეკელი, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული და დაუმარცხებელი.
დიდება უკრაინას და ვაშა ზელენსკის! ვინ შეძლებდა სხვა ასეთი განსაცდელისას მსოფლიოს ასეთ მობილიზებას, შეიარაღების უწყვეტად მოპოვებას და სამწლიან წინააღმდეგობას, სულის სიმხნევის დაკარგვის გარეშე, გარდა გენიოსისა, რომელსაც აქვს უმტკიცესი ღირებულებითი აზროვნება.
დიდება უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს და გამძლეობა და გამარჯვება იმ მეომრებს, რომლებიც უკრაინელებთან ერთად იბრძვიან დღესაც. ისინი აჩერებენ მტერს იქ, რომ მშვიდობა იყოს აქ.
ტოტალური იმედგაცრუების ფონზე, სანამ ტოტალიტარიზმის და მომხვეჭელობის ტალღა ცუნამის ძალას იკრებს თითქმის მთელ მსოფლიოში, უკრაინა დგას, როგორც გველეშაპთან მეომარი მზის გმირი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს და შემდეგ თავისი ჭრილობებიდან თავიდან დაიბადება სხვა სიბრძნით და ახალი ძალით,” – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაიკითხეთ სტატია