მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში აგენტურას, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ამავე დროს ვამბობთ, რომ 16 დეკემბერს დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და ჩვენ, არც კი დავფიქრდებით, ხელს მოვაწერთ მას - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 3 კვირის წინ 28
მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში აგენტურას, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ამავე დროს ვამბობთ, რომ 16 დეკემბერს დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და ჩვენ, არც კი დავფიქრდებით, ხელს მოვაწერთ მას - მამუკა მდინარაძე
მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც გულწრფელად რაღაცას თავისთვის, სახლში, ფეისბუქში, გარეთ აპროტესტებს და ყველა ადამიანს, ვისაც გონია, რომ რაღაც ცუდი მოხდა, ისინი მართლები არიან თუ საქართველომ მართლაც, რასაც მათ ატყუებენ, უარი თქვა ევროინტეგრაციაზე. ამ შემთხვევაში მართლები არიან, დიახ, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს. მაგრამ რადგან ეს ტყუილია, უნდა დაფიქრდნენ, კარგად წაიკითხონ ან მოისმინონ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება და შემდეგ აღმოაჩენენ რაშია საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი იქნება მზაობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს გაუხსნან მოლაპარაკებები, ხელისუფლება იმ წამსვე ხელს მოაწერს შესაბამის დოკუმენტს, მანამდე კი იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მისცენ ხელში ქვეყანაში მოქმედ აგენტურას, არ აპირებენ ინიციატივის დაყენებას.„დიახ, ჩვენ ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში ვინმეს განსაკუთრებით იმ აგენტურას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენი ე.წ. ოპოზიციის სახით, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ოღონდ ამავე დროს ვამბობთ, რომ 16 დეკემბერს დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და ჩვენ, არც კი დავფიქრდებით რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერთ მას. ამ ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ინიციატივით არ მივმართავთ და ხვეწნით არ მივმართავთ, შენი ჭირიმე იქნებ მოლაპარაკებები გამიხსნაო, როგორც კი ამისი მზაობა ევროკავშირის მხრიდან იქნება, როგორც კი ასეთი განცხადებები გაკეთდება და იტყვიან, რომ საქართველოს უნდა გავუხსნათ მოლაპარაკებები, ჩვენ სიხარულით იმავე წამს, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ერთმანეთსაც კი არ დაველაპარაკებით გუნდში, ეს გადაწყვეტილება უალტერნატივოა და ხელს ვაწერთ იმ დოკუმენტს, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები. ამიტომ ერთმანეთისგან განასხვაონ უარის თქმა რაღაცაზე და ინიციატივის დაყენება და ხვეწნა-მუდარა და თუ ვინმე იმას აპროტესტებს - რატომ არ ეხვეწებით? იმიტომ, რომ ეს უნდათ ბერკეტად გამოიყენონ და ბერკეტს არავის არ მივცემთ ხელში. თუ ვინმეს კითხვა აქვს - იმ შემთხვევაში თუ იხსნება მოლაპარაკებები და ფასდება საქართველოს შრომა ევროინტეგრაციის გზაზე მაშინ რას აკეთებთ? - ხელს ვაწერთ. თუ ვინმეს ეს დასჯად მოეჩვენება „ქართული ოცნების“ და ამ ქვეყნის ხელისუფლების, მაშინ პირდაპირ ევროკავშირის კარი გახსნან და კიდევ უფრო დიდი სიხარულით დავეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია