მწერალთა სახლში ფიზიკური
დაპირისპირება
მოხდა.გავრცელებული
ინფორმაციით, მწერალთა
სახლის დირექტორის,
ქეთევან დუმბაძის შვილი,
ნოდარ მაჭარაშვილი მწერალ
ტორესა მოსის
დაუპირისპირდა.შემთხვევა
დღეს, 4 დეკემბერს, მწერალთა
სახლში იმ დროს მოხდა, როცა
იქ მწერლები იყვნენ მისული
და მწერალთა სახლისგან
ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებთან დაკავშირებით
პოზიციის გამოხატვასა და
სოციალურ ქსელში
განცხადების
გამოქვეყნებას
მოითხოვდნენ.ანალოგიური
მოთხოვნით მწერლები,
მთარგმნელები და
გამომცემლები მწერალთა
სახლში გუშინ, 3
დეკემბერსაც იყვნენ.