მძღოლებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქებად კალგარი და დუბაი დასახელდა

News.ge 1 თვე წინ 40
მძღოლებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქებად კალგარი და დუბაი დასახელდა

RankingRoyals-ის რეიტინგის მიხედვით, მძღოლებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების პირველ სამეულში კალგარი, დუბაი და ოტავა აღმოჩნდა.
„კალგარი მძღოლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად არის აღიარებული. ქალაქს აქვს კარგად დაგეგმილი საგზაო სისტემა ძირითადი მაგისტრალებით, როგორიცაა Stoney Trail და Deerfoot Trail, რაც უადვილებს მძღოლებს გადაადგილებას. ქალაქი ცნობილია მგზავრობის სწრაფი დროით, რომელიც იზომება „ქალაქის სიჩქარის ქულით“.
რაც შეეხება დუბაის, ის აღჭურვილია დიდი მაგისტრალის ქსელით, მათ შორის შეიხ ზაიდის გზა (E11) და შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედი გზა, რაც ხელს უწყობს ქალაქის ეფექტურ კავშირს. საცობების შესამცირებლად ასევე შექმნილია „ტრაფიკის“ მართვის ჭკვიანი სისტემები“, – ნათქვამია RankingRoyals-ის მიმოხილვაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია