“მცდელობა იყო საჭირო” – პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს

News.ge 2 თვის წინ 51
“მცდელობა იყო საჭირო” – პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს

პრეზიდენტი გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ძლიერი საქართველოს მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს და ამბობს, რომ არ აპირებს დაასახელოს “ვისი ბრალია”, თუმცა განმარტავს იმ ძირითად მიზეზებს, რის გამოც გახარია-ხაზარაძე ვერ გაერთიანდნენ.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი, რამაც მოლაპარაკებები ჩაშალა უნდობლობა და პოლიტიკური კულტურის არარსებობაა.
დღევანდელ ბრიფინგზე სალომე ზურიშვილმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს პარტიები არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას .
” [გაერთიანების] მცდელობა იყო და მგონი, იყო დროულიც და აუცილებელიც. დიპლომატიის ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის მანძილზე, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც ქენით ყველამ ერთად, მოახერხეთ კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი ძლიერდება (ეს წესია მოლაპარაკებებში) ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ გაქვს.
ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასდროს არაა. რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა.
აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო ჩაშლა – ალბათ ყველასი და არავისი ამავე დროს. უფრო იყო მოცემულობის ბრალი. იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც. იმიტომ, რომ ყოველთვისაა შიში, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა და მომავალი.
ესაა მოცემულობა, რომელიც ხელის შემშლელია და იქნება იმიტომ რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან.
ორი მთავარი დამნაშავეა ამ ყველაფერში. ერთი – პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არაა ჩამოყალიბებული. კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სისუსტედაა მიჩნეული თუ დათმობ. ვინც დათმობს, ის ესე იგი უფრო სუსტია და ნათელია, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდში ძნელი დასაძლევია.
მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს ყველას – უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მეც მეხება. ყველაზე მოქმედებს. ამდენად, ძალიან ძნელია განთავისუფლდე ამ ყველაფრისგან და ეს გარემო ძალიან აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების და დათმობების, რომლებიც ქმნის საბოლოოდ მოლაპარაკებაზე შედეგს”- თქვა ზურაბიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ გახარია-ხაზარაძის გაერთიანება ვერ შედგა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებმა თავისი შედეგი მაინც მოიტანა.
“არ შედგა [მოლაპარაკება] და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ რაც არ შედგა, ეს ფაქტია, მაგრამ ამ პროცესმა მოიტანა თავისი შედეგი და ეს უნდა დავინახოთ – პოზიტივი. ერთი, რომ განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის და ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა და სამომავლო აუცილებელი თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილია და იქნება. ახალი პერსპექტივა იქნება, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მიზანია ერთი – ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ამ ქარტიაზე და ესაა ის, რაც რეალურად, ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს”- თქვა პრეზიდენტმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია