ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს
რადიკალურად შეცვალა
ხელისუფლების მიდგომა
საკუთარი ქვეყნის, ხალხის
მიმართ, ხელისუფლება
გახდა მზრუნველი ეროვნული
ინტერესების მიმართ, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას
განაცხადა.კობახიძის
თქმით, „ამის გამოძახილია
ქვეყანაში მშვიდობის
შენარჩუნება და
ეკონომიკური ზრდის მაღალი
ტემპი“.„მინდა, ვისარგებლო
შემთხვევით და კიდევ
ერთხელ მადლობა
გადავუხადო ბატონ ბიძინა
ივანიშვილს. ჩვენ
ვსაუბრობდით კონკრეტულ
მიღწევებზე, მათ შორის
მშვიდობის, სტაბილურობის
შენარჩუნებაზე,
ეკონომიკის
განვითარებაზე,
სხვადასხვა დარგის
განვითარებაზე. რა თქმა
უნდა, ყველა ეს მიღწევა
არის პირადად ბატონი
ბიძინა ივანიშვილის
დამსახურება, რომელმაც 2012
წელს რადიკალურად შეცვალა
ხელისუფლების მიდგომა
საკუთარი ქვეყნისა და
ხალხის მიმართ.
ხელისუფლება გახდა
მზრუნველი საკუთარი
ხალხის, ადამიანების
მიმართ, ხელისუფლება გახდა
მზრუნველი საკუთარი
ეროვნული ინტერესების
მიმართ და ამის
გამოძახილია ის შედეგები,
რომლებზეც დღეს მქონდა
საუბარი – დაწყებული
მშვიდობის შენარჩუნებით,
დამთავრებული ეკონომიკური
ზრდის მაღალი ტემპით,
რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ
მიაღწია. კიდევ ერთხელ
მადლობა ამისათვის ბატონ
ბიძინა ივანიშვილს“, –
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.