მსოფლიოში პირველი კუნთებიანი რობოტი ოფლს გამოყოფს! — გაიცანით Clone Robotics (ვიდეო)

News.ge 10 საათი წინ 15
მსოფლიოში პირველი კუნთებიანი რობოტი ოფლს გამოყოფს! — გაიცანით Clone Robotics (ვიდეო)

Clone Robotics-ის შესახებ ინდუსტრიაში 3 წლის წინ გახდა ცნობილი, როცა თავისივე Clone hand-ის დებიუტი შემოგვთავაზა. ადამიანის სხეულსა და ფუნქციას ჰბაძავს, რაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან სამომავლოდ სახლის საქმეები უნდა შეასრულოს, იქნება ეს სარეცხის მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა, იატაკის მტვერსასრუტით დასუფთავება თუ საჭმლის მომზადება.
თუმცა, ეს მხოლოდ ხელი იყო, სამომავლო გეგმებში კი სრული ჩონჩხის იდეა ჰქონდათ, რაც ახლა რეალობად იქცა — ადამიანის მსგავსად, 206 ძვლისგან შედგება და ყველა სახსარი ადგილზეა, 1000 ხელოვნური კუნთი აქვს და 500 სენსორი, რათა ჩვენს ანატომიურ მოძრაობას მიბაძოს.
ამგვარად, Protoclone V1-ის სინთეტიკური სისტემა ისეა შექმნილია, რომ ადამიანის ძვლოვანი, კუნთოვანი, სისხლძარღვთა თუ ნერვული ფუნქციების სიმულაცია მოახერხოს. ტრადიციული ჰუმანოიდი რობოტებისგან განსხვავებით, რომლებშიც ხისტი მექანიკური კომპონენტები გვხვდება, Clone Robotics უფრო ორგანულ დიზაინს გვთავაზობს ბუნებრივი მოძრაობებით.
მასში კი განსაკუთრებულია გაგრილების მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს, ზუსტად ისე გამოყოს ოფლი, როგორც ადამიანების ორგანიზმში ხდება ეს შიდა ტემპერატურის დასარეგულირებლად. სწორედ ამის შედეგად მივიღეთ მსოფლიოში პირველი კუნთებიანი რობოტი, რომელსაც ოფლის გამოყოფა შეუძლია.
საინტერესოა, რომ მომავალში Clone Robotics მსგავსი სინთეტიკური ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს, რომელთაც კომპლექსურ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება შეეძლება, დაწყებული ინდუსტრიული სფეროთი და დამთავრებული დამხმარე ასისტენტობით. მეტიც, აპირებს, წლის ბოლოსთვის Clone Alpha-ს სახელით ამგვარი 279 ერთეული გამოუშვას. თუმცა, ფასის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ…
წყარო: marketer.ge
ცნობისთვის, ქართველი კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი საუბრობს ტექნოლოგიურ სუვერენიტეტის უზრუნველყოფაზე, როგორც გადაუდებელ აუცილებლობაზე, არამხოლოდ სახელმწიფოს დასაცავად, არამედ თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის. ლევან ბოძაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირაა, ჩინეთის ერთერთი ჰეჯფონდის თანამშრომლებს აღმოუჩინეს თავის ტვინის ხელოვნური ინტელექტით დაპროგრამებული მიკრო ნანო ნაწილაკები (ქართულად “ჩიპები”), რომლებიც მათ მართვასა და პრაქტიკულად ზომბირებას ახდენს. ნაწილაკები სითხის მიღებით ხვდება ტვინში და მათი მოცილება ამ ეტაპზე შეუძლებელია. არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტობრივი და ფორმალური მტკიცებულებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიძაშვილი ამტკიცებს, რომ აუცილებელია, ტექნოლოგიური სუვერენიტეტი.
“დიდი ხანია ვსაუბრობ ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე, რომლის უზრუნველყოფა არამხოლოდ სახელმწიფოს დაცვაა, არამედ თითოეული ადამიანის გადარჩენის გადაუდებელი საჭიროებაა. 1. კრიმინალიზდეს ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციისთვის მიზანმიმართული გამოყენება მედია და სხვა საშუალებებით.
2. კრიმინალიზდეს ადამიანის ნებაზე ზემოქმედების პროგრამული და ხელსაწყო საშუალებების გამოყენება და იმპორტი.
3. კრიმინალიზდეს იმ კვებისა და სამედიცინო პროდუქტების გაყიდვა-გავრცელება, რომელთა შემოწმება არ მომხდარა მსგავს ტექნოლოგიებზე.
4. GWP რა ვუყოთ არ ვიცი.
5. სახელმწიფომ დაამონტაჟოს შესაბამისი ლაბორატორიები ზემოაღნიშნული პროდუქტების შემოწმების მიზნით და გახადოს ის სავალდებულო,” – წერს კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი.

სრულად წაიკითხეთ სტატია